![]() |
|
კოლუმბია თითქმის მერვედფინალშია
2014-06-19 22:48 | ნახვები: 2905
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
1234567
C ჯგუფის მეორე ტური სამქულიანი ნაკრებების: კოლუმბიისა და კოტ-დივუარის დაპირისპირებით გაიხსნა და ასპროცენტიანი მაჩვენებლით ჩემპიონატს სამხრეთამერიკელები აგრძელებენ.
კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა ზუსტად ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელიც პირველ ტურში, საბერძნეთთან და ცვლილებებიც კი თითქმის ანალოგიურად განახორციელა. კოტ-დივუარელთა დამრიგებელმა საბრი ლამუშმა კი იაპონიის მომგებ ძირითად განაცხადში ფორვარდ სალომონ კალუს მაგივრად ნახევარმცველ მაქს გრადელს უხმო. ფრანგმა სპეციალისტმა ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე დატოვა მთავარი მეგოლე დიდიე დროგბა და იგი მინდორზე ისევ ბოლო ნახევარ საათში შეუშვა. სწორედ დროის ამ მონაკვეთში გავიდა შეხვედრის სამივე გოლი. 64-ე წუთზე ანგარიში კოლუმბიელთა მონაკოელმა ნახევარმცველმა ჯეიმს როდრიგესმა გახსნა. 6 წუთში პეკერმანის გუნდმა უკვე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, მას შემდეგ, რაც შეცვლაზე შესულმა კინტერომ მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა. აფრიკელებმა ჩამორჩენა სწრაფადვე შეამცირეს – 73-ე წუთზე ჟერვინიო მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე კოლუმბიის ლამის ნახევარი დაცვა ჩამოიცილა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. დარჩენილ დროში უპირატესობას კოტ-დივუარი ფლობდა, მაგრამ ხან შეტევის დასკვნით ფაზაში აკლდებოდათ სიზუსტე, ხან მეკარე დავიდ ოსპინა იდგა მოწოდების სიმაღლეზე. კოლუმბია კი კონტრშეტევებით ცდილობდა თამაშის გამწვავებას და ერთ-ერთი მცდელობისას ხუან კინტერომ ცენტრიდან გადაწყვიტა გოლის გატანა. კარსაც დაუმიზნა, მაგრამ მეკარე ბუბაქარ ბერის ვერ აჯობა. თბილისის დროით ღამის 2 საათზე ჩ ჯგუფში მეორე ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს აუტსაიდერები: იაპონია და საბერძნეთი დაუპირისპირდებიან. ბრაზილია. “მანე გარინჩა”. 68748 მაყურებელი კოლუმბია – კოტ-დივუარი 2:1 (0:0) კოლუმბია: ოსპინა, სუნიგა, საპატა, იეპესი, არმერო (არიასი 72), სანჩესი, აგილარი (მეხია 79), კუადრადო, როდრიგესი, იბარბო (კინტერო 53), გუტიერესი. მწვრთნელი: ხოსე პეკერმანი კოტ-დივუარი: ბერი, ორიე, სოკორა, ბამბა, ბოკა, დიე (ბოლი 73), ტიოტე, იაია ტურე, გრედელი (სალომონ კალუ 67), ჟერვინიო, ბონი (დროგბა 60). მწვრთნელი: საბრი ლამუში გოლები: 1:0 როდრიგესი (64), 2:0 კინტერო (70), 2:1 ჟერვინიო (73). ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 8(3)-12(3), ჯარიმა: 11-14, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 3-2, სეივი: 11-6. გაფრთხილება: სოკორა (55), ტიოტე (90). მსაჯი: ჰოვარდ ვები (ინგლისი) |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია