Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მეზობლები პირველობისთვის იბრძოლებენ
2014-06-20 01:43 | ნახვები: 2302
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
საფრანგეთი და შვეიცარია თავიდანვე E ჯგუფის ფავორიტებად იყვნენ მიჩნეულნი და პირველ ტურში 3-3 ქულის აღებით დიდიე დეშამისა და ოტმარ ჰიტცფელდის შეგირდებმა ეს სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარეს. დღეს, ქალაქ სალვადორში, “ფონტე ნოვას” არენაზე, ერთმანეთს სწორედ შვეიცარია და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან. ამ წყვილში გამარჯვებული პირველი ადგილისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს და თუ ჯგუფის მე-2 თამაშმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, 1/8-ფინალის საგზურს ვადაზე ადრე მოიპოვებს.
საფრანგეთსა და შვეიცარიას ურთიერთდაპირისპირების დიდი ისტორია აქვთ. ამ გუნდებს შორის სულ 36 თამაში გაიმართა, რომელთაგან 32 ამხანაგური იყო. ფრანგებმა 15-ჯერ მოიგეს, შვეიცარიელებმა – 12-ჯერ, ხოლო 9 მატჩი ფრედ დასრულდა. შვეიცარიელებმა მეზობლები ბოლოს 1992 წელს დაამარცხეს, მას შემდეგ კი გუნდებმა 5 თამაში ჩაატარეს, რომელთაგან ბოლო 3 ფრედ დასრულდა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საფრანგეთსა და შვეიცარიას ერთმანეთში ერთხელ უთამაშიათ. 2006 წელს, ჯგუფურ ეტაპზე, პირველ ტურში, მათ ერთმანეთის კარში გოლი ვერ გაიტანეს. მომდევნო ეტაპზე გასვლა ორივე გუნდმა მოახერხა, ხოლო პირველი ადგილი შვეიცარიამ დაიკავა.
ოტმარ ჰიტცფელდის გუნდისთვის მთავარი საფრთხე ქარიმ ბენზემა იქნება. ფრანგების თავდამსხმელი, რიბერის გამოკლების შემდეგ, გუნდის მთავარი ვარსკვლავია, რაც მან პირველ მატჩშიც დაამტკიცა. ჰონდურასთან 3:0 მოგებულ შეხვედრაში ბენზემამ 2 გოლი გაიტანა და ერთიც მეტოქე გუნდის კიპერს საკუთარ კარში გაატანინა. ცნობისთვის, ბენზემა 1998 წლის მუნდიალის ფინალის შემდეგ პირველი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში დუბლი გაიფორმა. ეს გასაკვირი არცაა, რადგან მას შემდეგ, ფრანგებს 2 ან მეტი გოლი მხოლოდ 2-ჯერ ჰქონდათ გატანილი.
შედეგიანი სტარტის წყალობით, ბენზემას პოზიციის შეცვლა არ ემუქრება. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე იყო ვარაუდი, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ოლივიე ჟირუ ითამაშებდა, ხოლო ბენზემა მარცხნიდან შეუტევდა. ჰონდურასთან თამაშის შემდეგ, დეშამი, სავარაუდოდ, ამ ვარიანტს არ უნდა განიხილავდეს.
ბენზემას მსგავსად, ცვლილებები არც სხვა რგოლებშია მოსალოდნელი და საფრანგეთი იმავე შემადგენლობით ითამაშებს, როგორც ჰონდურასთან. იგივეს თქმა არ შეგვიძლია შვეიცარიაზე. ჰიტცფელდის გუნდმა ეკვადორი შეცვალზე შესული ფეხბურთელების გოლებით დაამარცხა (2:1). შესაძლოა, გერმანელმა სპეციალისტმა მეჰმედისა და სეფეროვიჩს გარჯა დაუფასოს და ისინი სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინონ. ივარაუდება, რომ მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდება ფაბიან შერი, რომელიც იოჰან ჯურუს შეცვლის. ამ უკანასკნელმა ეკვადორთან ცუდი მატჩი ჩაატარა და სამხრეთ ამერიკელთა მიერ გატანილი ერთადერთი გოლიც მას დაბრალდა.
როგორც პირველმა ტურმა აჩვენა, ბურთის ფლობას ორივე გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ფრანგები, ჰონდურასთან მატჩში, ბურთს დროის 71%-ის განმავლობაში აკონტროლებდნენ, ხოლო შვეიცარიელთა მაჩვენებელი 62% იყო. 1966 წლის შემდეგ, ამ გუნდებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი შედეგი არცერთ მატჩში არ ჰქონიათ.
საფრანგეთი მეტოქეს, განსაკუთრებით, მე-2 ტაიმში უნდა უფრთხოდეს. შვეიცარიელების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი ბოლო 10 გოლიდან 8 შესვენების შემდეგ გავიდა.

23:00, სალვადორი, “არენა ფონტე ნოვა”
შვეიცარია-საფრანგეთი
სავარაუდო შემადგენლობები
შვეიცარია (4-2-3-1):ბენალიო, ლიხტშტაინერი, შერი, ფონ ბერგენი, როდრიგესი, ინლერი, ბეჰრამი, შაქირი, ქსაკა, მეჰმედი, დრმიჩი.
საფრანგეთი (4-3-3):ლორისი, დებუში, ვარანი, საკო, ევრა, პოგბა, მატუიდი, კაბაიე, ვალბუენა, ბენზემა, გრიზმანი.
მსაჯი:ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.046341