Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
იბრაჰიმოვიჩი “ფაველებში”
2014-06-20 10:44 | ნახვები: 10101
ლაშა თაბაგარის ფოტოები - “ფაველები” რიოს განუყოფელი ნაწილია
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
რიო დე ჟანეიროში ერთი დღის ჩასული ვიყავი, რომ ჩემდა უნებურად “ფაველებში” მოგზაურობა მომიწია. სახლში დასაბრუნებლად “მარაკანადან” ავტობუსს სხვა მიმართულებით გავყევი და ვიდრე დანიშნულების ადგილზე მივიდოდი, ორსაათიანი მგზავრობა მომიწია. ავტობუსმა ლამის ნახევარი რიო გაიარა და ძირითადად “ფაველებში” (ღარიბთა კვარტლებში) მატარა.
ფილმები “ქვიშის კარიერის გენერლები” და “ღმერთის ქალაქი” ბევრს უნახავს, მაგრამ ალბათ ეს სრულ წარმოდგენას ვერ შექმნის თუ რა ხდება რიოს ამ უბნებში. სხვათა შორის, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც მე ვიყავი, “ღმერთის ქალაქია” გადაღებული. სახლებს ადგილის სიმცირის გამო, სიმაღლეში აშენებენ. გასაკვირია, ისინი საერთოდ როგორ არ ინგრევა. ნაგავი პირადაპირ ქუჩაში ან ფერდობებზე ყრია. იშვიათობა არაა ხალხის ნახვა ვინც ნაგავში იქექება. სხვათა შორის, ძროხებიც ჰყავთ და ცხენებიც.
ფაველები ღამე გაჩახჩახებულია, მაგრამ იქ მცხოვრებნი დენის ფულს არ იხდიან. უბრალოდ, ელექტროენერგიას იპარავენ. ხელისუფლება ვერც ბედავს, რომ დენი გამოურთოს. გაზი “ბალონებით” აქვთ, ხოლო წყლის გადასახადს სახელმწიფო უფარავს. “ფაველები” მთელ ქალაქს არტყამს გარშემო. რიოს ნარკობარონებიც ძირითადად იქ ცხოვრობენ. ზოგიერთს საკმაოდ კარგად მოწყობილი სახლიც აქვს, თავისი აუზებით და ყველანაირი კომფორტით. ტურისტებს აფრთხილებენ, რომ ღამე “ფაველებში” ცხვირი არ შეყონ, თუმცა, არც დღეა მაინც და მაინც უსაფრთხო. ამის მიუხედავად, რიოში ჩამოსულები ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების გარდა, “ფაველებშიც” აუცილებლად მიდიან და ამაში “გიდს” ფულსაც უხდიან.
“ფაველებმა” საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ამ ადგილების ერთხელ ნახვა ღირს. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი ის იყო, რომ პირდაპირ ქუჩაში მაწანწალები იწვნენ და ეძინათ, ხოლო ერთ-ერთს მაისური ეცვა წარწერით: იბრაჰიმოვიჩ. ფოტოს გადაღება მინდოდა, მაგრამ მაინც მოვერიდე. რაც არ უნდა იყოს უცხო ქალაქში ხარ, მითუმეტეს ასეთ დასახლებაში. აღსანიშნავია, რომ შემდეგ დღეებში იბრაჰომოვიჩის მაისურით რიოში არავინ შემხვედრია.
რიოში ავტობუსში ფულს ვინმე რომ არ იხდიდეს არ მინახავს, სამაგიეროდ “ფაველებში” ვნახე. ერთი-ორმა მგზავრობა უფასოდ მოინდომა და მძღოლსაც გვარიანად ეკამათა. ავტობუსიდან ჩასული ერთ-ერთი მგზავრი მძღოლს საქმის გასარჩევად “ეპატიჟებოდა”. ისე ყოჩაღ ამ მძღოლებს, ყოველ დღე ამ უბნებში საათობით იარო, კარგი გაძლება უნდა.
“ფაველებში” ღამე სროლის ხმასაც გაიგებ. თან, პისტოლეტის კი არა, ავტომატის. ეს, ძირითადად ნარკოტიკების ახალი პარტია თუ შემოვა ან ტერიტორიებისთვის ბრძოლის დროს ხდება. მოკლედ, რიო კონტრასტების ქალაქია. ულამაზეს სანაპიროებს, ღმერთისგან დავიწყებული “ფაველები” ენაცვლება. “ფაველების” შესავლელებთან ალაგ-ალაგ პოლიციის ატომანქანები კი დგას, მაგრამ ამას უფრო მოჩვენებითი სახე აქვს, რადგან პოლიცია ამ დასახლებებში რეალურად სიტუაციას ვერ ფლობს.


ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.049732