Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ჰოჯსონი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
2014-06-20 11:29 | ნახვები: 1743
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდა და რა თქმა უნდა კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც მოხვდა. ურუგვაისთან წაგებული მატჩის (1:2) შემდეგ, ინგლისელთა თავკაცმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს და მის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მცირე შანსი რჩება.
"ძალიან ბედნიერი ვარ ჩემს მოთამაშეებთან მუშაობით, ჩვენ ყველაფერს ვეცადეთ. რა თქმა უნდა, ამ შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ გუნდის დატოვებაზე არ ვფიქრობ. ყველაფერი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაზეა დამოკიდებული. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ სამუშაო ჩამომართვან, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და არა ჩემი." - განაცხადა ჰოჯსონმა.
ინგლისელთა თავკაცმა ჯგუფიდან გასვლის შანსებზეც ისაუბრა:
"ჩვენ ძალიან დაუჯერებელი შანსი გვაქვს. უპირველესად, ეს დამოკიდებულია იტალიაზე, რომელმაც ორივე თამაში დიდი ანგარიშით უნდა მოიგოს და ჩვენც კოსტა რიკა დიდი სხვაობით უნდა დავამარცხოთ. ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი, რომ შეგვენარჩუნებინა, ფრე ან მოგება გვაწყობდა, თუმცა დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, ორივე მატჩში კარგი, გუნდური და პროგრესული ფეხბურთი ვაჩვენეთ."
შეგახსენებთ, რომ როი ჰოჯსონს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი 2016 წელს საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეწურება. ასოციაციის მდივანმა ალექს ჰორნმა მუნდიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ ჰოჯსონი ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთშიც უთავკაცებს, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება მსოფლიოს ჩემპიონატზე. მუნდიალის შემდეგ, გახდება ცნობილი, რამდენად ენდობიან ინგლისური ფეხბურთის მმართველები ეროვნული გუნდის თავკაცს.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047244