Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
კოსტა რიკა იტალიას არ ეპუება
2014-06-20 13:36 | ნახვები: 3886
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
პირველ ტურში კოსტა რიკის ნაკრები ტურნირის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. მთავარი ურუგვაელთა დამარცხება კი არ იყო, არამედ ის გამართული, გუნდური თამაში, რომლითაც ყველა მოხიბლეს. დღეს ხორხე ლუის პინტოს შეგირდებს გაცილებით რთული გამოცდა ელით, მათი მეტოქე მრისხანე “სკუადრა აძურაა.”
კოსტარიკელთა ბანაკში დანაკარგი არ არის, ამიტომ, სავარაუდოდ, პინტო გამარჯვებულ შემადგენლობას არ შეცვლის. იტალიელთა მხარეს კი გარკვეული ცვლილებები მოხდება. იტალიური მედია ამტკიცებს, რომ პირველ შეხვედრასთან შედარებით პრანდელი სამ ფეხბურთელს შეცვლის. სავარაუდოდ, სირიგუს ინგლისთან კარგი თამაშის მიუხედავად, კარში ადგილს მომჯობინებული ბუფონი დაიკავებს. დე შილიო საერთო ჯგუფში ვარჯიშობს, თუმცა მწვრთნელი მის მინდორზე გაყვანას ვერ გარისკავს. თუმცა იტალიელთა დაცვის ხაზი მაინც შეიცვლება. პალეტა დაისვენებს, კიელინი კი მარცხენა ფლანგიდან ცენტრში დაბრუნდება, დარმიანი მარცხნივ გადაინაცვლებს, მარჯვნივ კი აბატე დადგება. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისთან დარმიანი-კანდრევას წყვილმა კარგად ითამაშა, პრანდელიმ “ტორინოს” ფეხბურთელის მარცხნივ გადაწევა არჩია, რადგან არ უნდა ამ ფრთაზე კიელინი სწრაფი ბრაიან რუისის წინააღმდეგ დარჩეს. მას გარკვეული პრეტენზიები ჰქონია პალეტესთან, ამიტომ დაცვის ცენტრში ბარძალი-კიელინის დუეტი უფრო ეფექტური ჰგონია. ასევე, სავრაუდოდ, ნახევარდაცვის ცენტრში ვერატის ადგილს ტიაგო მოტა დაიკავებს.
ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “კარგად ვიცით როგორი მატჩიც გველის. კოსტარიკელებს ჩინებულად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ და იციან რაც შეუძლიათ. ძლიერი გუნდია და ალბათ ძალიან ძნელი თამაში გველის.”
ხორხე ლუის პინტო (კოსტა რიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მართალია “სიკვდილის ჯგუფში” ვართ, მაგრამ ვეცდებით უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე ურუგვაისთან. დანარჩენს თავად მატჩი გვიჩვენებს.”
ტიაგო მოტა (იტალიის ნაკრების ნახევარმცველი): “კოსტარიკელები კარგ ფეხბურთს აჩვენებენ. სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე და ძალიან სახიფათონი არიან. კლიმატიც მათთვის უფრო ნაცნობია. ამიტომ რთულ თამაშს ველით.”
ბრაიან რუისი (კოსტა რიკის ნაკრების თავდამსხმელი): “ყველა “სიკვდილის ჯგუფზე” ლაპარაკობს და ჩვენ არავინ გვახსენებს. უცნაურია არა? ამიტომ მოუთმენლად ველი იტალიასთან მატჩს. დარწმუნებული ვართ, ჩვენსას მივაღწევთ.”
იტალიის და კოსტა რიკის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
20 ივნისი. რესიფე. “არენა პერნამბუკო.” 20:00
იტალია – კოსტა რიკა
მსაჯი: ენრიკე ოზეს ზენცოვიჩი (ჩილე)
სავარაუდო შემადგენლობები
იტალია: ბუფონი, აბატე, ბარძალი, კიელინი, დარმიანი, დე როსი, კანდრევა, მოტა, პირლო, მარკიზიო, ბალოტელი
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი
კოსტა რიკა: ნავასი, გამბოა, დუარტე, გონსალესი, უმანია, დიასი, რუისი, ბორხესი, ტეხედა, ბოლანიოსი, კემპბელი
მწვრთნელი: ხორხე ლუის პინტო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.04337