|
იაგიელკა: “კარგად ვითამაშეთ”
2014-06-20 18:29 | ნახვები: 1608
1
ინგლისის ნაკრების მცველი ფილ იაგიელკა მიიჩნევს, რომ ურუგვაისთან წაგების მიუხედავად, მისმა გუნდმა კარგი თამაში აჩვენა.
ინგლისელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 თამაშიც წააგეს და თუ დღეს იტალიამ კოსტა რიკა ვერ დაამარცხა, როი ჰოჯსონის გუნდი 1/8-ფინალში გასვლის ყველანაირ შანსს დაკარგავს. “განადგურებულები ვართ. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მოგება კვლავ ვერ მოვახერხეთ. მას შემდეგ, რაც სტივენ ჯერარდმა არაზუსტი პასი გააკეთა და ლუის სუარესი ჰარტთან პირისპირ გაიყვანა, ისღა დაგვრჩენოდა იმედი გვქონოდა, რომ ურუგვაელი ვერ გაიტანდა. თუმცა, ეს არ მოხდა და მეტოქემ მოიგო. გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ. პარალელი უნდა გავავლოთ იტალიასთან მატჩთან, როდესაც ასევე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ქულები მეტოქემ აიღო.” – აცხადებს იაგიელკა. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია