|
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში დელ ბოსკეს ენდობიან
2014-06-20 19:32 | ნახვები: 1909
1
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი ხორხე პერესი აცხადებს, რომ ფედერაციაში ვისენტე დელ ბოსკეს გათავისუფლებაზე არ ფიქრობენ და თუ 63 წლის სპეციალისტი განცხადებას თავად დაწერს, მის გადარწმუნებას შეეცდებიან.
დელ ბოსკემ ესპანელებთან კონტრაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გაახანგრძლივა, მაგრამ მუნდიალის პირველ ორ მატჩში წაგებამ და ჯგუფში ჩარჩენამ მისი პოზიციები შეარყია. თუმცა, როგორც ირკვევა, ფედერაციაში მწვრთნელს კვლავ ენდობიან. “მომხდარს ყველაზე ცუდ ვარიანტადაც კი არ განვიხილავდით. თუმცა, დელ ბოსკესთან ჯერ არ გვისაუბრია. უმჯობესია, ეს მშვიდ გარემოში, მადრიდში მოხდეს. როდესაც დელ ბოსკემ ახალი კონტრაქტი გააფორმა, თქვა, რომ ჩვენი პირველივე თხოვნისთანავე წავიდოდა, მაგრამ მე ამის სურვილი არ მაქვს. მწვრთნელს გადადგომის სურვილი არ გამოუთქვამს. თუ დელ ბოსკე ამას გააკეთებს, მას დარჩენას ვთხოვთ.” – ციტირებს ხორხე პერესის სიტყვებსGoal-ი. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია