Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ესეც თქვენი კოსტა რიკა…
2014-06-20 22:52 | ნახვები: 4746
12345678
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში იტალიამ პირველად წააგო კონკაკაფის წარმომადგენელთან. ეს კოსტა რიკა მართლაც კარგი გუნდი გამოდგა. როცა პირველ ტურში ურუგვაის მოუგო, მაშინაც შევაქეთ, მარამ ეს შედეგი გუნებაში მაინც ურუგვაელთა ცუდ თამაშს უფრო დავაბრალეთ, ვიდრე კოსტარიკელთა ყოჩაღობას. ახლა კი ცხადია, რომ ხორხე ლუის პინტოს მართლაც ჩინებული კრებული ჰყავს, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს გუნდურად, სწრაფად გადადის კონტრშეტევებზე და ზუსტად ასრულებს მწვრთნელის ნებისმიერ მითითებას. კოსტარიკელებმა ჯგუფში ორი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხეს და ვადაზე ადრე გავიდნენ პლეი ოფში. რაც მთავარია, აქ არ ყოფილა რაღაც გამართლების შემთხვევა. მერვედფინალის საგზური კარგი თამაშით მოიპოვეს.
ეტყობა სიცხის ბრალი იყო. ყოველ შემთხვევაში, პირველი ტაიმის მიწურულამდე ძირითადად პოზიციური თამაში მიმდინარეობდა, რომელიც ალბათ, იტალიელებისთვის უფრო ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო. კოსტარიკელები წარმატებით უზღუდავდნენ სივრცეებს მოწინააღმდეგეს, თუმცა სადღაც ტაიმის შუაწელში “აძურამ” მცირე უპირატესობა მოიპოვა და ანგარიში რომ ვერ გახსნეს, ამას ბალოტელის უნდა “უმადლოდნენ.” სუპერმარიომ მართლაც ძალიან ცუდად ითამაშა. ორჯერ გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ და ისეთები ვერ გაიტანა, ძნელი ასახსნელია, რა დაემართა.
ბოლოსკენ კი კოსტარიკელების ჯერი დადგა. მათი სწრაფი კონტრშეტევები უფრო სახიფათო გახდა. 43-ე წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში კემპბელი კიელინისა და ბარძალის შუაში მოექცა, ის წააქციეს, მაგრამ ჩილელმა მსაჯმა ენრიკე ოზეს ზენკოვიჩმა პენალტი არ დანიშნა. ამ ეპიზოდმა ძალიან აღაშფოთა კოსტარიკელთა 61 წლის კოლუმბიელი თავკაცი, ეს პატიოსანი კაცი კარგა ხანს ყვიროდა და ხელებს იქნევდა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. სამაგიეროდ შეგირდებმა გაახარეს. ამ ეპიზოდიდან დაახლოებით წუთნახევარში მათი მორიგი სწრაფი შეტევა გოლით დამთავრდა: დიასმა მარცხნიდან შორეულ ძელთან ჩააწოდა, კიელინისა და დარმიანის უკან მიმალული რუისი ყველაზე მაღლა ახტა და თავით გადაგზავნა ბურთი ბუფონის კარში.
მეორე ტაიმში იტალიელები თითქოს უფრო მობილიზებულები გავიდნენ მინდორზე. უმალ შეუტიეს. დარმიანიმ დაარტყა ძლიერად, ნავასმა მოიგერია. კასანოს წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა პირლომ ოსტატურად ჩაახვია კუთხეში, ისევ ნავასმა იყოჩაღა. პრანდელის შეგირდები ბურთსაც აკონტროლებდნენ. მაგრამ ნელ-ნელა კოსტარიკელები გონს მოეგნენ და თამაში ისე მიიწურა, “აძურას” ნაღდი საგოლე მომენტი აღარ ჰქონია. ეგ კი არა, მეორე წამატებულ წუთზე ურენიამ შესანიშნავად დაატყა და ბურთი სულ ოდნავ ასცდა ბუფონის კარის მარჯვენა ცხრიანს. პრანდელიმ ბალოტელი ბოლომდე დატოვა მინდორზე. კასანო, ჩერჩრი და ინსინიეც მიაშველა შემტევებს, მაგრამ არაფრი გამოვიდა.
Aახლა, ბოლო ტურის იტალია-ურუგვაი ფინალის ტოლფასი შეხვედრა იქნება. ინგლისი კი საბოლოოდ დაემშვიდობა მუნდიალს.

იტალია – კოსტა რიკა 0:1 (0:1)
20 ივნისი. რესიფე. “არენა პერნამბუკო.” 40 285
იტალია: ბუფონი, ბარძალი, კიელინი, დარმიანი, აბატე, დე როსი, პირლო, ტიაგო მოტა (კასანო 46), მარკიზიო (ჩერჩი 69), კანდრევა (ინსინიე 57), ბალოტელი
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი
კოსტა რიკა: ნავასი, უმანია, დიასი, დუარტე, გამბოა, გონსალესი, ბორხესი, ბოლანიოსი, ტეხედა (კუბერო 68), რუისი, კემპბელი (ურენია 74)
მწვრთნელი: ხორხე ლუის პინტო
გოლი: 0:1 რუისი (44)
გაფრთხილება: ბალოტელი (69); კუბერო (71)
მსაჯი: ენრიკე ოზეს ზენკოვიჩი (ჩილე)
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 3(5)-5(5), ჯარიმა: 10-23, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 12-3, სეივი: 5-6


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.04644