Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბრწყინვალე საფრანგეთი თითქმის 1/8-ფინალშია
2014-06-21 01:59 | ნახვები: 3454
12345678
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე საფრანგეთი ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებს. დიდიე დეშამის გუნდმა მე-2 თამაშიც ძალიან იოლად მოიგო და 1/8-ფინალის საგზური თითქმის გაინაღდა. თუ დღეს ეკვადორმა ჰონდურასი ვერ დაამარცხა, „სამფეროვნები“ მომდევნო ეტაპზე გასვლას გაინაღდებენ.
ივარაუდებოდა, რომ დეშამი, პირველი თამაშის შემდეგ, სასტარტო შემადგელობას არ შეცვლიდა. თუმცა, მან შეტევის მარცხენა ფლანგზე ბენზემა დააყენა, ხოლო ცენტრფორვარდის როლი ჟირუს ანდო. ამ ცვლილებამ გაამართლა.
მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე ბოლოს იყო დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის ნაკრების ორ ფეხბურთელს, ერთ თამაშში, თავი გოლითაც ჰქონდა გამოჩენილი და შედეგიანი გადაცემითაც. დღეს, ეს შედეგი გუნდის სამივე თავდამსხმელმა აჩვენა - ბენზემამ ერთხელ გაიტანა და თანაგუდნელებს 2-ჯერ გაატანინა, ხოლო ჟირუ და ვალბუენა თითო გოლსა და საგოლე პასს დასჯერდნენ.
ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. ვალბუენამ კუთრუხი მოაწოდა, ჟირუმ მე-2 სართულზე ბრძოლა მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის მე-100 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, ფრანგების 9 ნომერმა მუნდიალზე გოლის გატანა 1986 წლის შემდეგ პირველად მოახარხა.
გავიდა 66 წამი და ფრანგებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ბენზემას გადაცემის შემდეგ, მატუიდიმ ახლო კუთხეში დაარტყა, მაგრამ ბენალიომ ბურთის მოგერიება მაინც ვერ მოახერხა.
საფრანგეთს ანგარიშისთვის გამანადგურებელი სახის მიცემის ძალიან კარგი შანსი 32-ე წუთზე მიეცა, როდესაც ქარიმ ბენზემა მისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად მივიდა. „რეალის“ თავდამსხმელი პირველი ფრანგი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე პენალტი ვერ გაიტანა. ამ ტურნირზე თერთმეტმეტრიანებს ყველაზე ხშირად სწორედ „რეალის“ ფეხბურთელები აფუჭებენ. უგო სანჩესის, მიატოვიჩისა და ჩაბი ალონსოს შემდეგ, ბენზემა მადრიდელთა მე-4 უიღბლო ფეხბურთელია.
დიდიე დეშამის შეგირდებმა პირველ ტაიმში მე-3 გოლი მაინც გაიტანეს და ეს ძალიან კარგად თამაშებული კონტრშეტევის წყალობით მოახერხეს. ვარანის მიერ გაკეთებული გადაცემის შემდეგ, ჟირუ შეტევის მარცხენა ფლანგზე მარტოდმარტო აღმოჩნდა და მას ცარიელი კარის წინ მყოფი ვალბუენასთვის საგოლე გადაცემის გაკეთება არ გასჭირვებია.
მე-2 ტაიმი ფრანგებმა შედარებით პასიურად დაიწყეს, მაგრამ მოგვიანებით კვლავ გააქტიურდნენ. 67-ე წუთზე, მოედანზე შეცვლაზე შესულმა პოგბამ ბენზემა დასარტყმელ პოზიციაზე ძალიან კარგი პასით გაიყვანა და მე-10 ნომერმა ახალგაზრდა თანაგუნდელს სიზუსტე დაუფასა.
6 წუთში ბენზემა კვლავ ასისტენტად მოგვევლინა, როდესაც სისოკოს გაატანინა. ფრანგების ლიდერის ანგარიშზე, მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა, რაც საუკეთესო შედეგია.
მატჩის მიწურულს ფრანგები მოდუნდნენ, რამაც შვეიცარიას 2 გოლის გატანის საშუალება მისცა. 81-ე წუთზე, ჯემაილის საჯარიმოს შესრულების დროს გაუმართლა, როდესაც ბურთმა ცოცხალ კედელში გაიარა, ხოლო 6 წუთში, ჯაკამ ინლერის კარგი გადაცემა გამოიყენა.

შვეიცარია-საფრანგეთი 2:5 (0:3)
სალვადორი, “არენა ფონტე ნოვა” 51003
შვეიცარია (4-2-3-1): ბენალიო, ლიხტშტაინერი, ჯურუ, ფონ ბერგენი (სენდეროსი 9), როდრიგესი, ბეჰრამი (ჯემაილი 46), ინლერი, შაქირი, ჯაკა, მეჰმედი, სეფეროვიჩი (დრმიჩი 69).
მწვრთნელი: ოტმარ ჰიტცფელდი.
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი, დებუში, ვარანი, საკო (კოსელნი 66), ევრა, სისოკო, კაბაიე, მატუიდი, ვალბუენა (გრიზმანი 82), ჟირუ (პოგბა 63), ბენზემა.
მწვრთნელი: დიდიე დეშამი.
გოლები: 0:1 ჟირუ (17), 0:2 მატუიდი (18), 0:3 ვალბუენა (40), 0:4 ბენზემა (67), 0:5 სისოკო (73), 1:5 ჯემაილი (81), 2:5 ჯაკა (87).
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ბენზემა 32.
გაფრთხილება: კაბაიე 88.
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 17 (8)-22 (16), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 11-6, ჯარიმა: 12-16.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.05078