Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ძმების დაპირისპირება ფორტალეზაში
2014-06-21 12:23 | ნახვები: 3150
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
გერმანიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში დიდი ანგარიშით დაამარცხა პორტუგალია და იოაჰიმ ლიოვის გუნდის თამაშისა და შედეგის გათვალისწინებით გულშემატკივრებმა და სპეციალისტებმა “ბუნდესმანშაფტი” მუნდიალის უპირველეს ფავორიტთა სიაში შეიყვანეს. ალემანები 21 ივნისსაც მხოლოდ მოგებისთვის იბრძოლებენ, ამასთან ისიც კარგად ესმით განასთან იოლი გასეირნება რომ არ ელით. “შავმა ვარსკვლავებმა” სასტარტო მატჩი ამერიკასთან 1:2 დათმეს და უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვთ.
ფორტალეზაში ჩასატარებელ შეხვედრას დამატებით ინტრიგას საპირისპირო მხარეს ძმების ასპარეზობა სძენს. “ესტადიო კასტელაო ფორტალეზას” სარბიელზე გამოსვლისას ჯერომ ბოატენგი გერმანელთა ეროვნული გუნდის, ხოლო მისი დედმამიშვილი კევინ პრინსი განელთა ნაკრების მაისურას მოიზომავს.
“მილანის” ექსნახევარმცველი კევინ პრინს ბოატენგი მომავალი მატჩისთვის საგანგებოდ ემზადება და მეტად თამამ განცხადებასაც აკეთებს. “კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული, რომ აშშ-სთან 1:2 მარცხის შემდეგ მხოლოდ 3 ქულისთვის ბრძოლა გვმართებს. ცხადია, მშვენივრად გვესმის, გერმანიის ნაკრებთან ამის მიღწევა ურთულესი საქმე რომაა, მაგრამ საგულდაგულოდ ვემზადებით და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ სასურველი შედეგის მისაღწევად. პირველი მატჩი ყოველთვის რთული სათამაშოა, ახლა სასტარტო მღელვარება უკან მოვიტოვეთ და ამერიკასთან წაგების შემდეგაც ფსიქოლოგიური მდგრადობა დავიბრუნეთ”, - აცხადებს კევინ პრინსი.
გერმანელებს განელებთან მატჩში ბასტიან შვაინშტაიგერი დაუბრუნდებათ. “ბუნდესმანშაფტის” ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე და ლიდერი სასტარტო შემადგენლობაში იქნება. სამაგიეროდ იოაჰიმ ლიოვს დაცვის ხაზში გარკვეული სახის სირთულეები შეექმნა. პორტუგალისთან დაპირისპირების მსვლელობისას ტრავმები მიიღეს ჯერომ ბოატენგმა და მათს ჰუმელსმა. ამასთან, თუკი ჯერომი სავარაუდოდ მაინც იასპარეზებს, 21 ივნისს ჰუმელსის ასპარეზობა გამოირიცხა.
გერმანელთა სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელს, ლიოვის თანაშემწე ჰანზი ფლიკს ჰკითხეს, ხომ არაა მოსალოდნელი ფილლიპ ლამის უკანა ხაზზე დაბრუნება. ალემანთა ერთ-ერთმა დამრიგებელმა განაცხადა, ჩვენ ნაკრებს საკმარისად ჰყავს მაღალი კლასის მცველები, ლამი კი შუა ხაზზე კარგად თამაშობს და ამავე პოზიციაზე გააგრძელებს გამოსვლასო.
გერმანიისა და განის ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ეს ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ შეხვედრილან და ორივე პაექრობა ევროპელთა მოგებით დასრულდა. ამასთან, ამ 2 შეხვედრაში ალემანებმა 7-ჯერ დალაშქრეს აფრიკელთა კარი, “შავი ვარსკვლავებისგან” კი ერთადერთი ბურთი მიიღეს.
21 ივნისი. 23.00. ფორტალეზა. “ესტადიო კასტელაო ფორტალეზა”.გერმანია-განა
სავარაუდო შემადგენლობა
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ჯერომ ბოატენგი, მერტეზაკერი, მუსტაფი, ჰიოვედესი, კროოსი, ლამი, შვაინშტაიგერი, იოზილი, მიულერი, გიოტცე.
განა (4-2-3-1): დაუდა, ასამოა, მენსა, ბოიე, ოპარე, ესიენი, მუნტარი, ატსუ, კევინ-პრინს ბოატენგი, აიეუ, გიანი.
მსაჯი: სანდრო რიჩი (ბრაზილია)

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.037651