|
დელ ბოსკეს მომავალი მუნდიალის შემდეგ გაირკვევა
2014-06-21 12:47 | ნახვები: 1543
1
როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მუნდიალს ნაადრევად გამოეთიშა. "ფურია როხას" მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს ჯერ არ გადაუწყვეტია მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ თანამდებობა დატოვოს თუ არა.
"ჩემს მომავალთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია. არაფერი გადაწყვეტილა და თუ რამეს გადავწყვეტ, ეს იქნება კარგი გუნდისთვის და ფედერაციისთვის. მინდა ესპანურმა ფეხბურთმა მუშაობა კარგად გააგრძელოს. თუ მე არასასურველი ვიქნები, წავალ. მინდა თავი კომფორტულად ვიგრძნო, ისევე როგორც ფედერაციამ. ჩვენ წინ მესამე მატჩი გველოდება და ამ ეტაპზე, ჩემს მომავალზე არ ვფიქრობ" - განაცხადა დელ ბოსკემ. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა ხორხე პერესმა განაცხადა, რომ დელ ბოსკეს მხარს უჭერენ. "ვერ გამიგია თუ რატომ უნდა შეცვალოს ფედერაციამ საუკეთესო მწვრთნელი. ჯერ არ გვისაუბრია დელ ბოსკესთან. ვამჯობინეთ მწვრთნელთან დისტანცია დავიკავოთ. მუნდიალის შემდეგ, მადრიდში დავსხდებით და წყნარად დავილაპარაკებთ." როგორც ცნობილი ხდება, ესპანელთა თავკაცს ნაკრების დატოვება სურს, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია დელ ბოსკეს გაწეულ შრომას აფასებს და მისი გაშვება არ უნდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ფედერაციასთან კონტრაქტი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეწურება. დელ ბოსკეს მომავალი მუნდიალის შემდეგ გაირკვევა. ტეგები:
ვისენტე დელ ბოსკე |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია