Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბრძოლა მეორე საგზურისთვის
2014-06-21 14:06 | ნახვები: 2111
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ბოსნიის ნაკრები არგენტინასთან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ახლა კი, მათ გაცემული ავანსების გამართლება და ნიგერიის დამარცხება მართებთ, რათა პლეი ოფში გასასვლელად ნაბიჯი გადადგან.
პირველ ტურში 1:2 მარცხის შემდეგ ბოსნიელთა მთავარმა მწვრთნელმა საფეტ სუშიჩმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. “ჩვენი მიზანი იყო, რომ დიდი ანგარიშით არ დავმარცხებულიყავით” - აღნიშნა მან. სავარაუდოდ, ამ მოსაზრებას ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ნაკრების გულშემატკივრებიც იზიარებენ. ამ ჯგუფში არგენტინა იმთავითვე ითვლებოდა მთავარ ფავორიტად, ბოსნია კი, კვლავაც რჩება მეორე ადგილის დაკავების მთავარ პრეტენდენტად, თუმცა, ახლა ამ ყველაფრის საქმეში დამტკიცების დროა და ამისათვის ბალკანელებს ნიგერიის უცილობლად დამარცხება ჭირდებათ.
“სუპერ არწივებმა” პირველ ტურში ქულა აიღეს, ბოსნია მშრალზე დარჩა, მაგრამ მათ დიდი ბრძოლა გაუმართეს არგენტინას, ხოლო აფრიკელებმა ბევრი ვერაფერი შესთავაზეს ირანს. აზიელები აშკარად ფრეზე თამაშობდნენ და ამრიგად, აფრიკის კონტინენტის ჩემპიონისთვის, მით უმეტეს მისი შეტევის ხაზისთვის, გოლის ვერგატანა მიღწევად ვერ ჩაითვლება.
ბოსნიასთან მატჩის წინ კითხვის ნიშნის ქვეშაა ნიგერიელთა ძირითადი შემადგენლობის მცველ გოდფრი ობოაბონას ფიზიკური მდგომარეობა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, მაგრამ აფრიკელთა მთავარი პრობლემა არა შემადგენლობას, არამედ თამაშის ხარისხს უკავშირდება. მთავარ მწვრთნელ სტივენ კეშს შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების განცორციელება მოუწევს, რათა გუნდის თამაში გააძლიეროს. შეტევაში მას არაერთი ვარიანტი აქვს. მაგალითისთვის, შესაძლოა, მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდნენ ოდემვინგი და შოლა ამეობი.
არგენტინასთან ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, სუშიჩს თავისუფლად შეუძლია იმავე შემადგენლობას ენდოს, რომლითაც პირველ მატჩში ითამაშა. გამორიცხული არც ისაა, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდეს სამხრეთ ამერიკელებთან შეცვლაზე შესული და ერთადერთი გოლის გამტანი ვედად იბიშევიჩი. შესაძლოა, ის თავდასხმის ხაზში ედინ ჯეკოს პირველივე წუთებიდან შეუწყვილდეს. ცოტა ხნის წინ მუხლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა ბოსნიელთა კაპიტან ემირ სპახიჩს, მაგრამ ტრავმა უმნიშვნელო აღმოჩნდა და წესით ის მოედანზე პირველივე წუთებიდან უნდა გავიდეს.
სტივენ კეში (ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ნიგერიელი ხალხი ნებისმიერ ფასად გამარჯვებას ითხოვს. ირანთამ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია და არც ფრით ვართ კმაყოფილი. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ახლა მაქსიმუმს გავიღებთ სამი ქულის ასაღებად”.
საფეტ სუშიჩი (ბოსნიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “არგენტინასთან ვერ ვაჩვენეთ რა შეგვიძლია. ვიმედოვნებ, რომ ისინი მომდევნო ორ თამაშსაც მოიგებენ და მეორე ადგილისთვის ჩვენ, ირანი და ნიგერია ვიბრძოლებთ. დარწმუნებული ვარ, შეგვწევს ძალა იმისა, რომ მეორე ადგილი დავიკავოთ”.
საინტერესოა, რომ ნიგერიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარებულ ბოლო ცხრა მატჩში ერთი გამარჯვებაც არ მოუპოვებია. სულ ბოლოს არასტანდარტული მდგომარეობიდან მათ გოლი 2002 წელს გაიტანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ აფრიკელებმა ბოლო ექვსი გოლიდან ხუთი ასევე სტანდარტული მდგომარეობიდან გაუშვეს.
კუიბა. “პანტანალი”. 02:00 საათი
ნიგერია - ბოსნია
სავარაუდო შემადგენლობები
ნიგერია: ენიამა, ემბროუზი, ომერუო, იობო, ოშანივა, ობი მიკელი, ონაზი, ოდემვინგე, ამეობი, მოზესი, ემენიკე.
ბოსნია: ბეგოვიჩი, მუიჯა, ბიჩაკჩიჩი, სპახიჩი, კოლაშინაცი, ჰაიროვიჩი, ბიშიჩი, პიანიჩი, ლულიჩი, იბიშევიჩი, ჯეკო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044041