Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ლიოვი მეორე მატჩის სინდრომს უფრთხის
2014-06-21 14:47 | ნახვები: 2096
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მეორე მატჩის სინდრომს უფრთხის. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბუნდესნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში პოლონეთი 2:0 დაამარცხა, ხოლო მეორე შეხვედრაში ხორვატიასთან 1:2 წააგო.
მსგავსი სცნარი განმეორდა სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ მუნდიალზე. გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩში ავსტრალიასთან დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია - 4:0. მეორე დაპირისპირებაში კი სერბეთთან 0:1 წააგო. საბოლოოდ, გერმანელებმა, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში განის ეროვნული ნაკრები მესუთ იოზილის გოლით დაამარცხეს და პირველი ადგილიც დაიკავეს.
"პირველი თამაში მოვიგეთ, თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის და 2010 წლის მუნდიალის უსიამოვნო ტრადიცია არ გავაგრძელოთ. მაშინ ჩვენ პირველი შეხვედრები მოვიგეთ, თუმცა შემდეგ დავმარცხდით. ჩვენ ვნახეთ იტალიამ გახსნითი მატჩი მოიგო, შემდეგ კი კოსტა რიკასთან დამარცხდა. ჰოლადიაც კი აგებდა შეხვედრას ავსტრალიასთან. შეიძლება, პირველი მატჩის მოგება ფსიქოლოგიურად კარგია, თუმცა ეს საკმარისი არაა. ამიტომაც ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ და ყურადღება არ მოვადუნოთ." - განაცხადა პრესკონფერენციაზე იოახიმ ლიოვმა.
შეგახსენებთ, რომ G ჯგუფის მეორე შეხვედრაში გერმანიის და განის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან. 2010 წლის მუნდიალზე აღნიშნული ნაკრებები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ და როგორც აღვნიშნეთ, მესუთ იოზილმა განას, ჯგუფის ბოლო მატჩში, პირველი ადგილი დააკარგვინა.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.168374