Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მარკ ვილმოტსი: “ამ თაობას შეუძლია ბელგიური ფეხბურთის ისტორიის კარგი თავი დაწეროს”
2014-06-21 22:11 | ნახვები: 4964
მარკ ვილმოტსი და ვენსან კომპანი “მარაკანაზე” პრესკონფერენციაზე
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მარკ ვილმოტსის აზრით, ბელგიელი მოთამაშეების ამ თაობას, თავისი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში კარგი თავის დაწერა შეუძლიათ. ამის შესახებ ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა “მარაკანაზე” რუსეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც გაზეთ “მსოფლიო სპორტისა” და საინფორმაციო სააგენტო worldsport.ge-ს მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
-ბელგია ჯგუფის ფავორიტად ითვლებოდა. მიგაჩნიათ, რომ ხვალ თამაში პირველი ადგილისთვის იქნება?
მარკ ვილმოტსი: “ფავორიტი? კენჭისყრა როდესაც იყო, ფავორიტებად ბელგია და რუსეთი მიიჩნიეს. არ ველოდი, რომ რუსეთი სამხრეთ კორეასთან წააგებდა და ასეც მოხდა. ჩვენთვის მთავარი ჯგუფიდან გასვლაა. პირველ ადგილს დავიკავებთ თუ მეორეს ეს ფილოსოფიური საკითხია”.
-ვენსან სათამაშოდ მზად ხარ?
-ვენსან კომპანი: “თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბოლო სამი დღე ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. დღეს, ვარჯიშს კარგად დავასრულებთ და იმედია, ხვალ პრობლემა არ გვექნება”.
-როგორც “მანჩესტერ სიტის” კაპიტანს ინგლისელთა წარუმატებლობის გამო გული გწყდებათ?
კომპანი: “როგორც იცით, ჩემი მეუღლე ინგლისელია. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ბავშვები ბელგიელები არიან, მაგრამ მეუღლეს ისინი ინგლისელებად მიაჩნია. ინგლისის ნაკრებში ჩემი მეგობრები თამაშობენ და გულდაწყვეტილი ვარ ისევე, როგორც ინგლისელი გულშემატკივრები”.
-ურუგვაელი პერეირა, ტრავმის მიუხედავად, ინგლისთან მატჩში მოედნიდან არ გავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თქვენ სერბებთან ტვინის შერყევითა და გატეხილი ცხვირით ითამაშეთ. ჯანმრთელობით ასე გარისკვა რამდენად გამართლებულია?
კომპანი: “ჯანმრთელობა მთავარია. რა თქმა უნდა, მესმის ფეხბურთელების რეაქციის, რადგან გსურს, რომ რაც არ უნდა დაგიჯდეს, შენი ქვეყნისთვის ითამაშო. მაშინ, კარგად დამამახსოვრდა ჩვენი სამედიცინო შტაბის წევრების რეაქცია. ასეთ სიტუაციებში წესით ექიმებს უნდა დაუჯერო. მე პრეცედენტების შექმნა არ მინდა, მაგრამ თამაშის დროს ისეთი ადრენალინი გამოიყოფა, რომ მოედნიდან გასვლა არ გსურს”.
-“მარაკანაზე” ითამაშებთ, რაც ბევრისთვის პატივია. თქვენ ამის შესახებ რას ფიქრობთ?
კომპანი: “ჩემთვის “მარაკანა” ორი განსაკუთრებული სტადიონიდან ერთ-ერთია. მეორე “უემბლია”. ამ სტადიონზე თამაში ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენაა. ახლა გაზონზე უბრალოდ გავიარე და ეს უკვე პატივია”.
-საზარდულის ტრავმა მოირჩინეთ? რუსეთთან მოედანზე გასვლით, ტურნირის დანარჩენი მატჩების გამოტოვებით ხომ არ რისკავთ?
კომპანი: “სპეციალური პროგრამით ვვარჯიშობდი და ამის გამო არ ვნერვიულობ”.
-გაზეთი “მსოფლიო სპორტი” და საინფორმაციო სააგენტოworldsport.ge. მისტერ ვილმოტს, ბევრი მიიჩნევს, რომ ბელგიის ნაკრების ამ თაობის ფეხბურთელებს დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ. თქვენი აზრით, ისინი ისევე წარმატებული იქნებიან, როგორც ერიკ გერეტსის, ენცო შიფოს, იან კულემანსის და ა.შ. ფორმაციის გუნდი?
ვილმოტსი: “ეს თაობა რამდენიმე წელია ერთადაა. მას შეუძლია რაღაცას მიაღწიოს. ჩვენ არც ეიფორიაში ვართ და არც დრამას ვქმნით. მთავარია, ჯგუფიდან გავიდეთ და ბელგიელი ხალხი გავახაროთ. ამ თაობას ბელგიური ფეხბურთის ისტორიის კარგი თავი შეუძლია დაწეროს. ჩვენ მომავლის გუნდს ვაყალიბებთ და კონრეტული მიზნები გვაქვს”.
-ტურნირის დონეზე რა ფიქრობთ?
ვილმოტსი: “სამხრეთამერიკელები იმას ანხორციელებენ, რაც ექვსი თვის წინ ვთქვი. ეს კოლუმბიასა და ჩილეს ეხებათ. ორივე კარგი გუნდია, ტექნიკურად კარგად აღჭურვილი, თავისი მენტალიტეტით. ეს სამხრეთამერიკული ფეხბურთია. კოლუმბიამ გაამართლა. ამ გუნდს ყოველთვის კარგად ვახასიათებდი”.
-2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთთან 3:1 მოგებულ მატჩში მესამე გოლი გაიტანეთ. მომავალ შეხვედრას იგივე დატვირთვა აქვს, რაც მაშინდელს?
ვილომტსი: “ის თამაში 3:2 მოვიგეთ. 12 წელი გავიდა და ეს დიდი დროა. თაობა შეიცვალა. რუსეთთან ის მატჩი გადამწყვეტი იყო და მაშინ, სასწორზე ყველაფერი იდო. ამ ორ თამაშს ვერ შევადარებ”.
-თუ განსაზღვრეთ მომავალი მატჩისთვის ტაქტიკა და ხომ ვერ გვეტყვით, რა სქემით ითამაშებთ?
ვილმოტსი: “არ გეტყვით”.
-ეს ტაქტიკური მატჩი იქნება?
ვილმოტსი: “მართლაც, შესაძლოა ტაქტიკური მატჩი იყოს. მე ვნახე რუსეთის თამაში კორეასთან და მან ევოლუციური ფეხბურთი ვერ აჩვენა. რაიმე სისულელე არ უნდა გავაკეთოთ. კარგად ვართ მომზადებულები. რუსეთს შეუძლია ტაქტიკა შეცვალოს. წინასწარ ვერ გეტყვით, თამაში როგორ წარიმართება. ასეთ მატჩებში ხშირად დრო არ გყოფნის”.
-ნაკლებად განვითარებულმა საფეხბურთო ქვეყნების ნაკრებებმა დიდ გუნდებთან კარგად ითამაშეს. თქვენ ალჟირთან გაგიჭირდათ, არგენტინას ბოსნიასთან, კოსტა-რიკამ ინგლისსა და იტალიას მოუგო...
ვილმოტსი: “პატარა ქვეყნები არ არსებობს. ყველაფერი იმ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, ვინც გყავს. პირველი მატჩი უნდა მოგვეგო. ახლა რუსეთიც უნდა შეეცადოს ინიციატივის აღებას”.
-რუსეთის ნაკრებში არის ფეხბურთელი, რომელმაც 12 წლის წინ ბელგიასთან მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. თუ გახსოვთ ვინაა?
ვილმოტსი: “სიმართლე გითხრათ არა”.
-ეს კერჟაკოვი იყო...
ვილომოტსი: “პრობლემა არაა, ალბათ, ვინმეს ახსოვს. კერჟაკოვი ვეტერანია და ალბათ, რუსეთს სჭირდება. მას სისწრაფეში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. კაპელო ჩემს მსგავსად გამოცდილ ფეხბურთელებს ენდობა”.
-რუსეთისა და ალჟირის ნაკრებების შედარება შეგიძლიათ?
კომპანი: “რუსეთის ალჟირთან შედარება ძალიან ძნელია. არ უნდა გადავაფასოთ და არც დაუფასებლობა იქნება. ალჟირთან მატჩში ყელზე დანა გვქონდა მობჯენილი, რადგან აუცილებლად უნდა მოგვეგო. ჩვენ შეცდომა არ დაგვიშვია, თუ პენალტის მომენტს არ ჩავთვლით. ამ ტურნირზეც ვისწავლეთ, რომ შეგვიძლია შეცდომა დავუშვათ, მაგრამ სიტუაცია გამოვასწოროთ”.
-თქვენს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც რუსეთში თამაშობენ, ვიცელი, ლომბერტსი. მათგან რუსეთის ნაკრების შესახებ ინფორმაცია ხომ არ მიგიღიათ? მიიჩნევთ, რომ მათ შეუძლიათ როგორც რუსეთის ნაკრების ექსპერტები გამოგადგნენ?
ვილმოტსი: “ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ და არა ინფორმატორები იყვნენ. ამისთვის შესაბამისი ხალხი გვყავს, რომლებიც რუსეთის ნაკრების შესახებ ანალიზს გვაწვდიან”.
კომპანი: “ყველა ინფორმაციას იმ ხალხისგან ვიღებთ, ვინც ამითაა დაკავებული”.
-თქვენ გაკრიტიკებენ, რომ გუნდის ტაქტიკური მომზადებით სათანადოდ დაკავებული არ ხართ?
ვილმოტსი: “მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენ ტაქტიკა მატჩამდე 2-3 დღით ადრე გვაქვს შემუშავებული. თუ ჩავთვლი საჭიროდ, რომ ტაქტიკა უნდა შევცვალო, ამას გავაკეთებ”.
-ალჟირთან თამაშის მერე, საერთაშორისო პრესამ აღნიშნა, რომ ბელგიის ნაკრები, ის დიდი ბელგია არაა, რომელსაც ყველა ელოდა...
კომპანი: “ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებულნი. გერმანიის გარდა, რომელი ქვეყნის ნაკრებმა აჩვენა, რომ დიდი გუნდია. ეს, ინგლისმა, ესპანეთმა, იტალიამ, იგივე ბრაზილიამ ვერ მოახერხეს. ნაკრების მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. ალბათ, საერთაშორისო პრესას იგივე მოსაზრება მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე კიდევ 20 ნაკრებზე აქვს”.
-თქვენი აზრით, ფეხბურთი ბელგიელ ერს აერთიანებს?
კომპანი: “პოლიტიკას ვერ ვხედავ იმაში, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ. მე საკუთარ თავსაც ვაკვირდები და თანაგუნდელებსაც. ზოგმა კარგად ითამაშა, ზოგმა ცუდად”.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.042995