Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ფაბიო კაპელო: “მარაკანას” მიზიდულობის ძალა აქვს”
2014-06-22 00:20 | ნახვები: 6145
ფაბიო კაპელო და ვასილი ბერეზუცკი
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
რუსეთის ეროვნული ნაკრების იტალიელი მთავარი მწვრთნელის ფაბიო კაპელოს თქმით, მსოფლიოში რამდენიმე სტადიონია, რომელსაც მიზიდულობის ძალა აქვს და ერთ-ერთი “მარაკანაა”. ამის შესახებ მან ბელგიასთან მატჩამდე “მარაკანაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც რუსების კაპიტანი ვასილი ბერეზუცკიც დაესწრო. ფიფას ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს თხოვა, რომ თავიდან კითხვები ბერეზუცკისთვის დაესვათ. სხვათა შორის, კაპელოს სინქრონულ თარგმანთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ყურსასმენები ორჯერ გამოუცვალეს. მან კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბერეზუცკისთვის დასმული პირველი კითხვა იტალიურად გადაეთარგმნათ.
-ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაგაკრიტიკათ და თქვა, რომ რუსეთის ნაკრებმა სამხრეთ კორეასთან სტატიკურად ითამაშა.
ვასილი ბერეზუცკი: “იმედია, მას პირველყოვლისა თამაშით ვუპასუხებთ”.
-აკინფეევმა სამხრეთ კორეასთან გოლი რომ გაუშვა, მას რა უთხარით?
ვასილი ბერეზუცკი: “აკინფეევი ძალიან გამოცდილი მეკარეა. ასეთი შეცდომები ყველას მოსდის. ვუთხარი, რომ ამდგარიყო, რადგან საპასუხო გოლი უნდა გაგვეტანა”.
-შეგიძლიათ თქვათ თუ რამდენად დიდია წნეხი გუნდზე?
ბერეზუცკი: “ჩვენთვის სათამაშოდ ყველა პირობაა შექმნილი. მთელი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. პირველ მატჩში ფსიქოლოგიური წნეხი იყო, მაგრამ ახლა ყველა მშვიდადაა”.
-რომელუ ლუკაკუსთან თამაში ერთ-ერთზე მოგიწევთ. ამ ფაქტზე რას იტყვით?
ბერეზუცკი: “ჩვენ პერსონალურად ვინმეს წინააღმდეგ არ ვთამაშობთ. თავს მთელი გუნდი იცავს. ნახევარი ბელგიის ნაკრები “ვარსკვლავებითაა” დაკომპლექტებული. ლუკაკუ კარგი მოთამაშეა. მის გარდა აზარს აღვნიშნავდი”.
-თქვენმა კოლეგამ ვენსან კომპანიმ თქვა, რომ “მარაკანა” განსაკუთრებული სტადიონია, სადაც თამაში მისთვის პატივია...
ბერეზუცკი: “მარაკანაზე” გასული დავრწმუნდი, რომ “ლუჟნიკების” ორეულია. უბრალოდ, სარბენი ბილიები არ აქვს. არარეალური არაფერი მიგრძვნია”.
-ბევრმა გულშემატკივარმა აღნიშნა, რომ კუიაბაში სამხრეთ კორეასთან მატჩის მერე, მათ მხარდაჭერისთვის მადლობა არ გადაუხადეთ...
ფაბიო კაპელო: “ეს ასე არაა. ჩვენ მოედნის შუაში გავედით და გულშემატკივრებს მადლობა ვუთხარით, როდესაც რაღაცას წერთ, ფაქტებს უნდა დაეყრდნოთ”.
ბერეზუცკი: “მადლობა ყველას ვუთხარით”.
-გაკვირვებთ, რომ ინგლისი გათამაშებას გამოეთიშა? რაც ინგლისის ნაკრებიდან წახვედით გუნდის შედეგი გაუარესდა?
კაპელო: “წარსულზე და რთულ მდგომარეობაში მყოფ გუნდზე საუბარი არ მინდა. ყველას პატივს ვცემ. ციფრები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს”.
-“მარაკანაზე” რას ფიქრობთ? როგორ აღიქვამთ?
კაპელო: “ამ სტადიონს მიზიდულობის ძალა აქვს. იტალიაში ასეთი “სან-სიროა”. ევროპაში “უემბლი” და “სანტიაგო ბერნაბეუ”, ხოლო მსოფლიოში “მარაკანა”. გეტყვით, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა, როდესაც ტრიბუნაზე იმყოფები და როცა უშუალოდ მოედანზე ხარ.
-იტალიის ნაკრებზე რას იტყვით?
კაპელო: “იტალიას წარმატებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვუსურვებ. თუმცა, არა როგორც რუსეთის ნაკრების მწვრთნელი, არამედ, იტალიის მოქალაქე”.
-ბელგიის ნაკრებზე რა აზრის ხართ?
კაპელო: “შესარჩევ ციკლში ამ ნაკრებმა ყველა გააკვირვა. დაბალანსებული ძლიერი გუნდია, რომელსაც ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. საჯარიმო დარტყმებსა და კუთხურებს სახიფათოდ ასრულებენ. თუმცა, მე ჩემი გუნდის მჯერა”.
-ინგლისის ნაკრებს იმიტომ გაუჭირდა, რომ პრემიერლიგაში ბევრი ლეგიონერია? სამაგიეროდ, პრემიერლიგა ბელგიელებს დაეხმარა.
კაპელო: “ბელგიას კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ. ისინი პრემიერლიგაში დიდ გამოცდილებას იძენენ. ინგლისის ნაკრების მწვრთნელობისას პრემიერლიგაში ლეგიონერების სიმრავლეზე ბევრს ვსაუბრობდი. პრემიერლიგაში ხომ ადგილობრივი მოთამაშეები 32 პროცენტს შეადგენენ”.
-მეკარე ვინ იქნება – აკინფეევი თუ მასში ეჭვი გეპარებათ?
კაპელო: “შეცდომის შემდეგ განვსაზღვრე, რომ აკინფეევი დარჩება. ის დიდი მეკარეა. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო”.
-მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე რას ფიქრობთ?
კაპელო: “პოზიტიურად გამაკვირვა თამაშების მაღალმა დონემ. ნებისმიერ გუნდთან თამაში ძნელია. მწვრთნელები კარგად არიან მომზადებული. ყოველ თამაშში ბოლომდე უნდა დაიხარჯო, რადგან ციდან არაფერი ცვივა”.
-უცხო ქვეყანაში მუშაობისას პირველ ყოვლისა რა პრობლემა შეგექმნათ?
კაპელო: “ყველაზე დიდი პრობლემა გუნდთან კომუნიკაცია იყო. გამიმართლა, რადგან ჩემი თარჯიმანი იტალიურად საუცხოოდ საუბრობს”.
-ბელგიის მწვრთნელს იგივე კარიერა ექნება როგორც თქვენ?
კაპელო: “ის საუცხოო რაღაცეებს აკეთებს. ყველა მწვრთნელი კარგია, როდესაც კარგი მასალა აქვს სამუშაოდ. მთავარი ამ მასალის გამოყენებაა. რაც თავი მახსოვს ბელგიას ასეთი კარგი შემადგენლობა არ ჰყოლია”.

ლაშა თაბაგარიworldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.080687