Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
კლოზე რონალდოს გაუთანაბრდა, გერმანიამ განას ვერ აჯობა
2014-06-22 01:01 | ნახვები: 3486
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
გერმანიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში დიდი ანგარიშით დაამარცხა პორტუგალია და ლიოვის გუნდის თამაშისა და შედეგის გათვალისწინებით გულშემატკივრებმა და სპეციალისტებმა “ბუნდესმანშაფტი” მუნდიალის უპირველეს ფავორიტთა სიაში შეიყვანეს. ამის მიუხედავად, განასთან ალემანები რთული მატჩის მოლოდინში იყვნენ, რადგანაც “შავმა ვარსკვლავებმა” სასტარტო მატჩი ამერიკასთან 1:2 დათმეს და უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ. წინასამატჩო სტატისტიკა დაძაბული ხასიათის ორთაბრძოლაზე მიუთითებდა, თუმცა პროგნოზი მაინც ევროპელთა სასარგებლოდ იხრებოდა. გერმანელებს აფრიკელებთან მატჩამდე მუნდიალების ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 19 შეხვედრიდან ერთადერთი პაექრობა ჰქონდათ წაგებული (2010 წელს სერბეთთან), განელებს კი მსოფლიოს ჩემპიონატების უკანასკნელ 5 შეხვედრაში 6 გოლი ჰქონდათ გაშვებული. “შავ ვარსკვლავებთან” დაპირისპირებამდე “ბუნდესმანშაფტი” მუნდიალებზე აფრიკის საფეხბურთო წარმომადგენლებს 6-ჯერ შეხვდნენ, ოთხჯერ იმარჯვეს და ერთადერთხელ 1982 წელს, ესპანეთში ლაკდარ ბელუმის ალჟირის შთამბეჭდავ გუნდთან 1:2 დამარცხდნენ.
გერმანელთა და განელთა პირველმა ტაიმმა ცოცხლად ჩაიარა. ფორტალეზას “ესტადიო კასტელაოზე” შეკრებილმა მაყურებელმა გოლი ვერ იხილა, სამაგიეროდ ბურთი მინდვრის შუაგულში თითქმის არ ყოვნდებოდა. აფრიკელები ევროპელთა შეთავაზებულ ტემპს აჰყვნენ. ორივე გუნდი კარგად იყენებდა ფლანგებს და მეკარეებსაც მოსვენება არ ჰქონდათ. გერმანელთა კიპერმა მანუელ ნოიერმა 2 რთული დარტყმაც გააუვნებელყო. სტატისტიკას თვალს თუ გადავავლებთ, გერმანელებს უპირატესობა მხოლოდ ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლით ჰქონდათ (57:43), კარში დარტყმათა მხრივ კი თანაფარდობა იყო (5:5).
მეორე ტაიმში კი მაყურებელმა გოლების ფოიერვერკი იხილა. ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გაიხსნა. გერმანელებმა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან განავითარეს, ბურთი მეტოქის საჯარიმო მოედანზე ჩაჰკიდეს, იქ კი განელთა ცენტრალურ მცველებს მარიო გიოტცემ აჯობა, ბურთს თავი წაჰკრა, საკუთარი მუხლიდან რიკოშეტით კი კარში გაიტანა. განელებმა გოლს გოლითვე ასევე თავურით უპასუხეს. მარჯვენა ფლანგიდან ჩაკიდებულ ბურთს ანდრე აიუმ ოსტატურად დაამატა და ანგარიში გააყაიმა. 63-ე წუთზე კი განელები სულაც წინ გავიდნენ - მათ კარგად ისარგებლეს გერმანელთა შეცდომით, ასამოა გიანი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანეს და მანაც ნოიერს აუღებელი დაურტყა.
ლიოვმა საქმეში ვეტერანი ფორვარდი მიროსლავ კლოზე და ტრავმამოშუშებული ბასტიან შვაინშტაიგერი ჩართო. მინდორზე გასვლიდან ორიოდე წუთში კლოზემ ჩვეულ სტილში იმარჯვა, დასწრებაზე ყველას აჯობა და ყირამალათი აღნიშნა ანგარიშის გაყაიმება და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში 15-ე გოლის გატანა. ამ მაჩვენებლით “მირო” ლეგენდარულ ბრაზილიელ რონალდოს გაუთანაბრდა.
დარჩენილ დროში ორივე გუნდის ფეხბურთელები აქტიურობდნენ, საგოლე სიტუაციებიც საკმარისად შექმნეს, მაგრამ საბოლოოდ გერმანელები და განელები ერთმანეთს “მშვიდობიანად” დაშორდნენ.
გერმანიისა და განის ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ეს ნაკრებები ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ და თუკი 2 საწყისი პაექრობა ევროპელთა მოგებით (მათ შორის 2010 წლის მუნდიალზე) დასრულდა, დღეს განელებმა პირველად გაახერხეს ფრე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან.
21 ივნისი. ფორტალეზა. “ესტადიო კასტელაო ფორტალეზა”. 59621 მაყურებელი
გერმანია - განა 2:2 (0:0)
გერმანია (4-3-3): ნოიერი, ჯერომ ბოატენგი (მუსტაფი, 46), მერტეზაკერი, ჰუმელსი, ჰიოვედესი, კროოსი, ლამი, ხედირა (შვაინშტაიგერი, 70), იოზილი, მიულერი, გიოტცე (კლოზე, 69).
მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი
განა (4-2-3-1): დაუდა, ასამოა, მენსა, ბოიე, აფული, რაბიუ (ბადუ, 78), მუნტარი, ატსუ (ვაკასო, 72), კევინ-პრინს ბოატენგი (ჯორდან აიუ, 52), ანდრე აიუ, გიანი.
მთავარი მწვრთნელი: ჯეიმს კვესი აპია
ბურთის ფლობა: 58:42. ზუსტი დარტყმა: 4:7. დარტყმა ჩარჩოს მიღმა: 6:8. კუთხური: 7:3. თამაშგარე: 1:5. ჯარიმა: 11:17.
გოლი: 1:0 გიოტცე (51). 1:1 ანდრე აიუ (54). 1:2 გიანი (63). 2:2 კლოზე (71).
ყვითელი: მუნტარი.
მსაჯი: სანდრო მეირა რიჩი (ბრაზილია)

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045962