Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ამერიკა ბალანსის შესანარჩუნებლად, პორტუგალია - დასარღვევად
2014-06-22 10:16 | ნახვები: 2571
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
პორტუგალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთელთა ეროვნული გუნდები ჯერჯერობით ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ და ამ ქვეყნების ნაკრებთა დაპირისპირებაში სრული თანაფარდობაა – მეტოქეებმა 2-2 მატჩი მოიგეს, ერთშიც დაზავდნენ, ბურთების შეფარდება კი 5:5-ზეა. მუნდიალ2014-ის სასტარტო შეხვედრაში პორტუგალიამ გერმანიასთან დიდი ანგარიშით 0:4 წააგო, ამერიკელებმა განას 2:1 მოუგეს, ამიტომაც მანაუსში ჩასატარებელ ჯგუფური ეტაპის რიგით მეორე მატჩში პირენელებს მხოლოდ და მხოლოდ მოგებისთვის ბრძოლა მართებთ, დასავლეთ ნახევარსფეროს წარმომადგენელთათვის კი პორტუგალიელებთან ყაიმი და მათთან წინა შეხვედრებისას დამყარებული ბალანსის შენარჩუნება ურიგო შედეგი სულაც არ იქნება.
ამერიკელებთან დაპირისპირების წინ პორტუგალიელთა დამრიგებელი პაულუ ბენტუ რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. გერმანელებთან შეხვედრისას პეპემ წითელი ბარათი და დისკვალიფიკაცია დაიმსახურა, მიღებული ტრავმების გამო კი უგო ალმეიდამ და ფაბიუ კოენტრაუმ მუნდიალი ნაადრევად დაასრულეს. დასავლეთპირენელები აცხადებენ, რომ ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილი ორივე მატჩი მათთვის ფინალური ასპარეზობის დატვირთვისაა. პირველი ამგვარი პრინციპული შეხვედრა პორტუგალიას ამერიკასთან მოუწევს და გუნდი მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებს.
“ძალიან სერიოზულად ვემზადებით. ამერიკელებს ათლეტური მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ და მეტად სახიფათო კონტრშეტევების წარმოება შეუძლიათ. საბედნიეროდ, კრიშტიანუ რონალდუ მწყობრშია და მას ჩვენი გუნდის წარმატების მიღწევაში უდიდესი როლის შესრულება ხელეწიფება”, - პორტუგალიელთა ფეხბურთელის მიგელ ველოზუს ეს სიტყვები A Bola-ს მოჰყავს.
ამერიკელები იოლად არაფერს რომ არ დათმობენ, მათი მთავარი მწვრთნელის იურგენ კლისმანის წინასამტჩო განწყობაც ადასტურებს: “ბიჭებთან ერთად პორტუგალიელთა ძლევის გზებს განვიხილავთ. ჩვენი მიზანი მოგებაა, თუმცა, იმის ფონზე, რომ მეტოქეს ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს, ეს ურთულესი საქმეა. ჩვენი მიზანი პლეი ოფში გასვლაა და საამისოდ არაფერს დავიშურებთ”.
ამერიკელთა საკადრო პრობლემებს რაც შეეხება, ვერ ითამაშებს ჟოზი ალტიდორი, რომელსაც მუხლსქვედა მყესები აქვს დაზიანებული. კლინტ დემპსის რაც შეეხება, მან განელებთან დაპირისპირებისას ცხვირი გაიტეხა, ამიტომაც პორტუგალიელთა წინააღმდეგ დამცავი ნიღბით ითამაშებს.
23 ივნისი. 02.00. მანაუსი. “არენა ამაზონია”.
აშშ-პორტუგალია
სავარაუდო შემადგენლობა
აშშ(4-5-1): ჰოვარდი, ჯონსონი, კამერონი, ბესლერი, ბიზლი, ბედოია, ბრედლი, ბეკერმანი, ჯოუნსი, ზუსი, დემპსი.
პორტუგალია(4-3-3): პატრისიუ, ალმეიდა, კოშტა, ალვეში, პერეირა, მოუტინიუ, კარვალიუ, ველოზუ, რონალდუ, პოშტიგა, ნანი.
მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.057184