Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ნიგერიამ ბოსნიას შანსი მოუსპო
2014-06-22 11:53 | ნახვები: 2108
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ნიგერიისა და ბოსნიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ყველაფერი პირველი ტაიმის შუაში პიტერ ოდემვინგეს მიერ შესრულებულმა ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა.
პირველ ტურში დაცვაზე ორიენტირებულ აფრიკელებს ფანტაზია არ ეყოთ და ირანს ვერაფერი მოუხერხეს, ახლა კი, ბოსნიასთან ორმხრივ შეტევებში წარმართულ თამაშში მაყურებელმა არაერთი საგოლე მომენტი იხილა. “არწივების” თამაშში დიდი როლი მწვრთნელის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმაც ითამაშა. პირველი ტაიმის შუაში, ემენიკემ ფლანგზე სისწრაფეში და ძალისმიერ ბრძოლაში სპახიჩი დაჩაგრა და ბურთი ამ ჯერზე სასტარტო შემადგენლობაში მყოფ ოდემვინგეს მიუგორა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა და ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
სიმართლე რომ ითქვას, ანგარიში ბოსნიამ გახსნა. ჯეკომ მისიმოვიჩის გადაცემით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა, მაგრამ უკვე მერამდენედ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, მსაჯები შეცდნენ და თამაშგარისთვის ლაინსმენმა ბალკანელებს ნაღდი გოლი გაუუქმა. შემდგომ შეტევაზე შანსი მუსამ მიიღო, მაგრამ ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბურთს ვერ მიწვდა. მატჩის დებიუტში ნიგერიელები უფრო სახიფათოდ გამოიყურებოდნენ, თუმცა შანსი ბოსნიელებსაც ჰქონდათ, მაგრამ კარგი მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს.
ოდემვინგეს გოლმა თამაში ცოტა ხნით დააწყნარა, შესვენების წინ კი, ჯეკომ ორჯერ დაარტყა, ერთი ახლოდან და ერთიც შორიდან, მაგრამ მიზანმა ორივეჯერ უმტყუნა. მეორე ტაიმში ბოსნიას გარკვეული დრო დაჭირდა თამაშის დასალაგებლად, ნიგერიამ კი, კონტრშეტევებს მიმართა. მერე აფრიკელები ინიციატივასაც დაეუფლნენ და რომ არა ბეგოვიჩის კარგი თამაში, ანგარიში შეიცვლებოდა. ბოლოს ბოსნიელები საჯარიმოში ბურთის ჩაკიდებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, მაგრამ შედეგი ვერც ამან მოიტანა და დებიუტანტები მსოფლიო ჩემპიონატს ჯგუფური ეტაპიდან დაემშვიდობებიან, ხოლო ნიგერია დიდი ალბათობით მერვედფინალს კიდევ ერთხელ დააგემოვნებს.

კუიბა. “პანტანალი”. 40499 მაყურებელი
ნიგერია - ბოსნია 1:0 (1:0)
ნიგერია:ენიამა, ოშანივა, იობო, ომერუო, ემბროუზი, ობი მიკელი, ონაზი, ბაბატუნდე (უზოენიე 75), მუსა (ამეობი 65), ოდემვინგე, ემენიკე.
ბოსნია:ბეგოვიჩი, მუიჯა, შუნიჩი, სპახიჩი, ბეშიჩი, მისიმოვიჩი, ლულიჩი (სალიხოვიჩი 58), მედუნიანინი (სუშიჩი 64), ჰაიროვიჩი (იბიშევიჩი 57), პიანიჩი, ჯეკო.
გოლი:1:0 ოდემვინგე (29)
გაფრთხილება:მიკელი (81) - მედუნიანინი (6)
ბურთის ფლობა:45%-55%,დარტყმა:20 (13)-18 (10),კუთხური:4-4,თამაშგარე:3-3,სეივი:10-12,ჯარიმა:9-7

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.039304