Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
კომპანი ტრავმირებულიც ითამაშებსო
2014-06-22 13:59 | ნახვები: 1793
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
H ჯგუფის ფავორიტებად შერაცხული ბელგიის და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს რიო დე ჟანეიროს ლეგენდარულ “მარაკანაზე” დაუპირისპირდებიან. მომავალი შეხვედრის წინ, უკეთეს მდგომარეობაში მარკ ვილმოტსის შეგირდები იმყოფებიან, რომელთაც საწყის ტურში ალჟირს 2:1 სძლიეს, რუსები კი უსახურ მატჩში სამხრეთ კორეას დაუზავდნენ – 1:1.
ბელგიელთა თავკაცს რუსებთან თამაშისთვის საკუთარი ტაქტიკა უკვე შემუშავებული აქვს. “ვერ გეტყვით, მეტოქე რამდენად აგრესიული სტილით დაგვიპირისპირდება. დიდი შანსია, მათ ჩვენი იერიშების შესაჩერებლად მასირებულ დაცვას მიმართონ. აჩქარებას ნამდვილად არ ვაპირებთ. მაქსიმალურად ყურადღებით ვითამაშებთ და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ვეცდებით”, - აღნიშნა ვილმოტსმა, რომელიც პირველ თამაშში დაჩრდილულ “ტოტენჰემის” დუეტს – მუსა დემბელეს და ნასერ ჩადლის შემადგენლობით, სავარაუდოდ, დრის მერტენსით და მარუან ფელაინით ჩაანაცვლებს.
ბელგიამ და რუსეთმა ბოლოს 2010 წლის ნოემბერში ვორონეჟში ითამაშეს და მაშინ სტუმრებმა 2:0 იმარჯვეს. იმ პერიოდში ვილმოტსი ბელგიის ეროვნულ გუნდში მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ და მატჩიც კარგად ახსოვთ. “ოთხი წლის წინ რუსები სულ სხვაგვარად თამაშობდნენ. მაშინ გუნდში არშავინი ირიცხებოდა და ნაკრებიც უფრო კრეატიულად გამოიყურებოდა”.
დღევანდელი შეხვედრის წინ ბელგიელთა მთავარი საფიქრალი კაპიტნის ვენსან კომპანის ტრავმაა. ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მცველს საზარდული აწუხებს და მისი მოედანზე გამოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ვენსანმა გუშინდელი ვარჯიშიც გამოტოვა, თუმცა...
“2013 წლის ივნისში კომპანიმ სერბების წინააღმდეგ ტრავმით ითამაშა და ვფიქრობ, მას მოედანზე გასვლას ამჯერადაც ვერავინ გადააფიქრებინებს”, - თანაგუნდელის გამხნევება ასე სცადა ბელგიელთა დაცვის ხაზის კიდევ ერთმა მოთამაშე იან ვერტონგენმა.
უშუალოდ მატჩის შესახებ კი მან შემდეგი განაცხადა: “მგონია, რომ შესატევად საკმაო სივრცეები გვექნება, თუ არადა, აღნიშნულისთვის თავად ვიბრძოლებთ, ჩვენს გუნდს ხომ მრავალფეროვნად თამაში არ უჭირს. აღნიშნულის კარგი მაგალითი ალჟირთან შეხვედრის მე-2 ტაიმია”.
კორეელებთან არადამაჯერებლად ჩატარებული მატჩის კვალად, თამაშის ხარისხის გაუმჯობესების იმედი აქვს რუსეთის ნაკრების უკანახაზელ სერგეი იგნაშევიჩს, მითუმეტეს, რომ ფაბიო კაპელო უფრო შემტევი სქემის გამოყენებას აპირებს, რაც შემადგენლობაში ალან ძაგოევის და ალექსანდრ კერჟაკოვის გამოჩენას უნდა მოასწავებდეს.
“მატჩი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი იქნება. ვიცი, რომ მთელი გუნდი ბოლომდე დაიხარჯება, ეს კი უკეთესი მომავლის იმედს მაძლევს. სამხრეთ კორეასთან ჩვეულად გადამეტებული ნერვიულობის გამო ვერ ვიასპარეზეთ. პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა, ხასიათი გამოვავლინეთ და გოლის გაქვითვა მოვახერხეთ. კაპელომ გვითხრა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დონე სრულად შევიგრძენით და ნერვიულობამ უნდა დაგვტოვოს”.
და რა ხიბლი აქვს “მარაკანაზე” თამაშს? “ბავშვობაში მხოლოდ ოცნება შემეძლო, რომ ოდესმე ამ სტადიონზე გამოვჩნდებოდი. “მარაკანა” საყოველთაოდ ცნობილი არენაა და აქ თამაში თითოეული ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებული მოვლენაა”.
რიო დე ჟანეიროს სარბიელზე გასვლის პატივი რუსების გოლკიპერ იგორ აკინფეევსაც ერგება, რომელმაც კორეელებთან შეხვედრაში უპატიებელი შეცდომა დაუშვა, თუმცა, კაპელო მის შეცვლას არ აპირებს. აღნიშნული ბელგიელთა ნიკოლას ლომბერტსს დამატებით იმედებს აძლევს.
“ის ჩინებული მეკარეა და პრაქტიკულად არ ცდება, თუმცა, პირველი ტურის შეხვედრაში რაც დაემართა, ყველამ ვნახეთ. ვინ იცის, იქნებ იგივე ჩვენთან მატჩშიც განმეორდეს”, - აღნიშნა ლომბერტსმა, რომელიც 2007 წლის შემდეგ, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ღირსებას იცავს და რუს ფეხბურთელებს ჩინებულად იცნობს.

რიო დე ჟანეირო. “მარაკანა”. 20:00
ბელგია – რუსეთი
სავარაუდო შემადგენლობები
ბელგია (4-2-3-1): კურტუა, ალდერვეირელდი, კომპანი, ვან ბუიტენი, ვერტონგენი, ვიტსელი, ფელაინი, მერტენსი, დე ბრუინე, აზარი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი.
რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი, ეშჩენკო, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, კომბაროვი, დენისოვი, გლუშაკოვი, სამედოვი, ძაგოევი, კოკორინი, კერჟაკოვი.
მწვრთნელი: ფაბიო კაპელო.
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.105672