|
ედენ აზარი: “ვცდილობ უფრო კარგად ვიმუშავო”
2014-06-23 01:05 | ნახვები: 4881
12345
“მარაკანაზე” გამართული ბელგიისა და რუსეთის მატჩის საუკეთსო მოთამაშედ ბელგიელი ედენ აზარი დაასახელეს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა ოფიციალურმა სპონსორმა ლუდის მწარმოებელმა ფირმა “ბუდვაიზერმა” სპეციალური პრიზი გადასცა. აზარმა საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.
-ყოველთვის შენს ტექნიკურობაზე ვსაუბრობთ. ფიზიკურად მომზადებული როგორ ხარ? -თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვცდილობ უფრო კარგად ვიმუშავო. -თქვენთვის შემდეგ ეტაპზე გასვლა რას ნიშნავს? -რთული მატჩი იყო. ცხადია, კმაყოფილნი ვართ. ახლა დავისვენებთ და ჯგუფში მესამე თამაშის მოგებას შევეცდებით. -რით ახსნით, რომ მატჩის ბოლოს ასეთი უპირატესობა მიიღეთ. მანამდე თანაბარი თამაში იყო და რუსეთის დაცვის გადალახვა გიჭირდათ. თუმცა, შეხვედრის მიწურულს მოახერხეთ. -საერთო ჯამში კარგად არ გვითამაშია და მაღალ დონეზე ბოლო 10 წუთი ჩავატარეთ. შესაძლოა, მეტოქის დაცვა დაიღალა და ამიტომ, უპირატესობა მოვიპოვეთ. ლაშა თაბაგარიworldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან ავტორის ფოტოები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია