Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბელგიამ რუსეთი აზარ-ალა
2014-06-22 22:34 | ნახვები: 2654
12345678
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მარკ ვილმოტსის მიერ დარიგებულმა ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მის მიერვე დამკვიდრებულ ტრადიციას არ უღალატა და გამარჯვება თამაშის ბოლოსკენ “გამოსჭედა”.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელებმა მუნდიალის პირველ ტურში ალჟირელევს დასკვნით ოც წუთში გატანილი გოლების წყალობით აჯობეს, ახლა კი, უფრო “შორს წავიდნენ” და რუსების კარი 88-ე წუთზე დალაშქრეს.
რიო დე ჟანეიროს ლეგენდარულ “მარაკანაზე” გამართულ შეხვედრაში გადამწყვეტი ბურთი შეცვლაზე შესულმა დივოკ ორიგიმ შეაგდო, თუმცა, გოლში არანაკლები წვლილი ედენ აზარს მიუძღვის.
ლონდონის “ჩელსის” შემტევი უმეტესი დროის განმავლობაში არცთუ შესამჩნევი იყო, თუმცა, ბოლო ათწუთეულში რუსებმა მის რეიდებს ვერაფერი მოუხერხეს.
აზარი მარცხენა ფლანგზე მეტეორივით დაქროდა და მას შემდეგ, რაც მეტოქეებს თავგზა ერთხელაც დააბნია, ორიგის იდეალურ მდგომარეობაში უპასა, რასაც ამ უკანასკნელის აუღებელი დარტყმა მოჰყვა.
მატჩი დიდად სანახაობრივი არ ყოფილა და მომენტებიც ბევრი არ შექმნილა. ამასთან, თუკი პირველ ტაიმში ფავორიტად შერაცხული ბელგია უფრო დომინირებდა, მე-2 ნახევრის სტარტიდან რუსებმაც გამოიღვიძეს.
ფაბიო კაპელოს შეგირდებმა კუთხურებიც მეტი მოაწოდეს და დარტყმებიც ბევრი ჰქონდათ, თუმცა, გოლის გატანის რეალური შანსი ერთხელ მიეცათ, როდესაც კოკორინმა ახლო მანძილიდან თავური გაურკვეველი მიმართულებით გაუშვა.
საერთოდაც, უგოლო ფრე, ალბათ, ამ შეხვედრის ლოგიკური დასასრული იქნებოდა, თუმცა, ბელგიელთა ლიდერის მაღალმა კლასმა თამაშის ბედი გადაწყვიტა.
ამგვარად, ვილმოტსის ბიჭებმა მერვედფინალში თამაში გაინაღდეს, რუსებს კი ჯგუფიდან მაშინ გავლენ, თუკი, ბოლო ტურში ალჟირს მოუგებენ და პარალელურად გასამართ მე-2 შეხვედრაშიც მათთვის სასურველი შედეგი დაფიქსირდება.

რიო დე ჟანეირო. “მარაკანა”. 74738 მაყურებელი
ბელგია – რუსეთი 1:0 (0:0)
ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, ვან ბუიტენი, კომპანი, ვერმალენი (ვერტონგენი, 31), ვიტსელი, ფელაინი, დე ბრუინე, აზარი, მერტენსი (მირალიასი, 75), ლუკაკუ (ორიგი, 57).
მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი.
რუსეთი: აკინფეევი, კოზლოვი (ეშჩენკო, 62), იგნაშევიჩი, ბერეზუცკი, კომბაროვი, გლუშაკოვი, შატოვი (ძაგოევი, 83), ფაიზულინი, კანუნიკოვი, კოკორინი, სამედოვი (კერჟაკოვი, 90).
მწვრთნელი: ფაბიო კაპელო.
გოლი: ორიგი (88).
გაფრთხილება: გლუშაჯოვი (38), ვიტსელი (54), ალდერვეირელდი (73).
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 11(6)-13(6), ჯარიმა: 13-9, კუთხური: 5-8, თამაშგარე: 7-0, სეივი: 3-1.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.048195