Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
წონადი არგუმენტი დელ ბოსკეს დასაცავად
2014-06-23 11:45 | ნახვები: 2968
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი მუნდიალს ნაადრევად გამოეთიშა. ჯგუფიდან ვერგასვლაზე პასუხისმგებლობა უპირველესად მთავარ მწვრთნელს ვისენტე დელ ბოსკეს დაეკისრება და ”ფურია როხას” დამრიგებელი პასუხისმგებლობას არ გაურბის. სენიორ ვისენტე აცხადებს, რომ თუკი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩემს გათავისუფლებას გადაწყვეტს, ბრაზილიაში მომხდარის მიუხედავად, მთავარმწვრთნელობიდან ვალმოხდილი წავალო. დელ ბოსკეს სიტყვებს პირენელთა ფეხბურთის ფედრაციიდან გამოეხმაურნენ და განაცხადეს, ვერ გაგვიგია, თუ რატომ უნდა შეცვალოს ფედერაციამ საუკეთესო მწვრთნელი. ჯერ არ გვისაუბრია დელ ბოსკესთან. მუნდიალის შემდეგ, მადრიდში დავსხდებით და წყნარად დავილაპარაკებთო.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია დელ ბოსკეს გაწეულ შრომას აფასებს და მისი გაშვება არ უნდა. ”ფურია როხას” მთავარ მწვრთნელს ფედერაციასთან კონტრაქტი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეწურება.
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუწევს, დელ ბოსკეს სასარგებლოდ კი ბევრი არგუმენტი იმოქმედებს, მათ შორის უპირველესად წინა მუნდიალზე “ფურია როხას” მიერ ნაჩვენები თამაში და საჩემპიონო შედეგი...
სამხრეთ აფრიკის მუნდიალის დაწყებამდე ერთადერთ მწვრთნელს ჰქონდა მოგებული მუნდიალი და ჩემპიონთა ლიგა, 2010 წლის 11 ივლისიდან მოყოლებული კი მარჩელო ლიპის გარდა, ამ ორ ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტიტულს ვისენტე დელ ბოსკეც ფლობს. “ფურია როხა” მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, შვეიცარიასთან წაფორხილებამ კი გუნდისა და მისი დამრიგებლის შესაძლებლობებში ბევრს ეჭვი შეატანინა. მადრიდის “რეალის” ყოფილი მოთამაშე და დამრიგებელი კი თავის საქმეს კვლავინდებურად დინჯად, აუღელვებლად, ღიმილით განაგრძობდა.
იგი არათუ ჟურნალისტებთან საუბარს გაურბოდა, პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ შერეულ ზონაშიც გადიოდა და უცნობებთან მასლაათობდა. დელ ბოსკე ყველაზე ტექნიკური არმადას უნარიანად გაძღოლას განაგრძობდა. იგი ყოველთვის ახერხებდა საერთო ენის გამონახვას ვარსკვლავებთან. ასე იყო “რეალში”, როცა გალაქტიკოს ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, სელექსიონის დამრიგებლობისას კი უპირველესად კატალონელ დიდოსტატებთან მუშაობისას მართებდა ოპტიმალური ურთიერთობის დამყარება და აქედან გამომდინარე, ოპტიმალური თამაშის მიგნება-ჩვენება. ვისენტე დელ ბოსკემ მასზე დაკისრებულ ყველა ამოცანას თავი ბრწყინვალედ გაართვა. “ფურია როხას” დამრიგებელმა მუნდიალის მსვლელობისას მოქნილი მწვრთნელის შთაბეჭდილება დატოვა. დელ ბოსკე თავისი გუნდის სათამაშო სტრატეგიას მოწინააღმდეგის სტილისტური თავისებურებების და თვისებების გათვალისწინებით არჩევდა. ფიზიკურად მძლავრ გერმანელებთან მან ფერნანდო ტორესს 22 წლის სწრაფი პედრო ამჯობინა. მუნდიალის ნახევარფინალში, გერმანიასთან სინიორ ვისენტემ ერთბაშად 7 ბარსელონელი დააყენა და არც ხოსეპ გვარდიოლას მოდიფიკაციის კოპირებაზე თქვა უარი. პუიოლი და პიკე დელ ბოსკემ დაცვის ცენტრში დააყენა, ხავი და ბუსკეტსი მათ წინ განლაგდნენ, ინიესტა და პედრო ფლანგებზე, კამპნოუელთა იმდროინდელი ახალწვეული დავიდ ვილია კი შეტევის წინა ხაზზე. ამ კონსტრუქციაში პედროს მესის ფუნქციების შესრულება დაევალა. პედროც ლეოს ანალოგი იყო, ოღონდ არა ალბისელესტეში მოასპარეზე მესის, არამედ “ბარსაში” მოთამაშისა. “ფურია როხამ” გერმანელები თავისი საფირმო იარაღით, ბურთის კონტროლით დაჩაგრა. ამდენი ხნით “ჯაბულანის” გორება მუნდიალის არცერთ სხვა მონაწილეს არ შეეძლო. იოაჰიმ ლიოვმა ეს მატჩამდეც მშვენივრად იცოდა, მაგრამ კონტრზომას ვერ მიაგნო, ერთ-ერთ ინტერვიუში კი აღიარა, წარმოუდგენელია ნახატი ხელებშეკრულმა დახატოო. ნახევარფინალში პირენელებს ყველა საფეხბურთო კომპონენტში უპირატესობა ჰქონდათ და სიმბოლურია, გადამწყვეტი გოლი “ბარსელონას” ლეგენდამ და კაპიტანმა კარლეს პუიოლმა რომ გაიტანა. კამპნოუელთა უკანახაზელისთვის ეს მესამე სანაკრებო გოლია. პუიოლმა ბოლო 5 დიდ საფეხბურთო ფორუმზე მიიღო მონაწილეობა და აქამდე მხოლოდ “ფურია როხას” კარი ჰქონდა “აღებული”. გერმანელთა კარში გატანილი ულამაზესი გოლით კი ესპანეთი ნაკრების ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში უპირველესად კარლეს პუიოლმა გაიყვანა (დელ ბოსკესა და თანანაკრებელ-თანაგუნდელებთან ერთად) და არა რვაფეხა პაულმა.
ჰოლანდიელებთან ფინალს რაც შეეხება, ვისენტე დელ ბოსკემ “ბარსას” სათამაშო პრინციპს კვლავ უერთგულა, მეორე ტაიმსა და დამატებით დროში გაკეთებულმა ცვლილებებმა კი “ფურია როხას” ასპარეზობა არ გადაასხვაფერა, მის თამაშს რიტმი და საბრძოლო განწყობა გაუძლიერა. ეს განსაკუთრებით ხესუს ნავასსა და სესკ ფაბრეგასზე ითქმის. დაუკვირდით ერთ მომენტსაც, დელ ბოსკემ ის ფეხბურთელები დასვა სათადარიგოთა სკამზე (ხაბი ალონსო, დავიდ ვილია), რომლებსაც პენალტების სერიის დანიშვნის შემთხვევაში თერთმეტმეტრიანები უნდა შეესრულებინათ. ასე რომ, სინიორ ვისენტე მოგებაზე ფიქრობდა და ზრუნავდა.
2012 წელს ვისენტე დელ ბოსკემ “ფურია როხას” ევროპის ჩემპიონობა მოაგებინა და ერთადერთი საფეხბურთო სპეციალისტია, რომელსაც მსოფლიოსა და კონტინენტის პირველობები, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის თასი მოუპოვებია...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.049848