Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ვან გაალის კითხვა: რატომ ჯერ ჩვენ?
2014-06-23 12:20 | ნახვები: 2999
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ინტრიგა გასაგებია: ჰოლანდია პირველ ადგილზეა და ბურთების შეფარდებით უსწრებს ჩილეს, ასე რომ, “ნარინჯისფერებს” ფრეც ხელს აძლევთ პირველზე გასასვლელად, ხოლო ხორხე სამპაოლის გუნდს მხოლოდ მოგება ესაჭიროება. დიდი ალბათობით, A ჯგუფში პირველზე ბრაზილია გავა და ვის აწყობს მათთან შეხვედრა მერვედფინალში? ამიტომაც, ჰოლანდია-ჩილე მართლაც დიდი ბრძოლა იქნება.
“ნარინჯისფერებს” დისკვალიფიცირებული რობინ ვან პერსი დააკლდებათ, რაც ცოტას არ ნიშნავს. შესაძლოა, მის ნაცვლად კლას-იან ჰუნტელაარი დააყენონ, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ავსტრალიელებთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მემფის დეპაიც მოხვდეს სასტარტოში.
დაშავებულია მცველი მარტინს ინდი და საინტერესოა, ვან გაალი 5-3-2 ტაქტიკას გადააწყობს თუ არა. თუ არ გადააწყობს, მაშინ დაცვაში მარტინს ინდის ველტმანი ჩაანაცვლებს.
ჩილეს დანაკლისი? არანაირი. ეგაა, არტურო ვიდალი ბოლომდე მაინც არაა გამოჯანმრთელებული, ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობს და მაინც საეჭვოა, სამპაოლიმ ის სასტარტოში დააყენოს.
ლუის ვან გაალმა ფიფა გააკრიტიკა. მას უცნაურად მიაჩნია ის ფაქტი, რომ კალენდრის მიხედვით, ჯერ B ჯგუფის მატჩები ტარდება, შემდეგ კი A-სი. ვან გაალმა მიანიშნა, რომ ბრაზილიელებს უკვე ეცოდინებათ, ჩილე გავა პირველზე თუ ჰოლანდია, ამიტომაც, შესაძლოა, მეტოქე “აარჩიონ” და თუ საჭირო გახდა, მეორეზე გავიდნენ თავიანთ ჯგუფში.
“წინა ორ ტურში ბრაზილიელებმა ჩვენზე ადრე ითამაშეს, ახლა კი პირიქით, ჩვენზე გვიან უწევთ. იმედია, ბრაზილია კეთილსინდისიერად მოიქცევა, მაგრამ ფიფა რატომ აკეთებს ამას?” – ამბობს “ნარინჯისფერთა” თავკაცი.
სამპაოლი: “ჩვენ ისევ მოკრძალებულ გუნდად ვრჩებით, მაგრამ ბრწყინვალედ გვაქვს დალაგებული გუნდური თამაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული ფეხბურთელების კლასი. თუმცა, ჩვენ მაღალი კლასის ფეხბურთელებიც გვყავს. ჰოლანდიას ძლიერი გუნდი ჰყავს და შეეცდება, სხვადასხვა ტაქტიკით გვეთამაშოს, მაგრამ ვეცდებით, რომ მათი ხარვეზებით ვისარგებლოთ”.
საინტერესო დეტალი: ჩილე მუნდიალის ისტორიაში სამჯერ გასულა ჯგუფიდან და საბოლოოდ, სამივეჯერ ბრაზილიამ დაატოვებინა ტურნირი: 1962, 1998 და 2010 წლებში. შესაძლოა, ისევ ვიხილოთ ბრაზილია-ჩილეს მერვედფინალი. და ერთიც: მხოლოდ ჩილე და საფრანგეთი არიან ის გუნდები, რომლებმაც ამ მუნდიალზე ორივე მატჩი ჰანდიკაპით მოიგეს.
საინტერესოა, როგორი იქნება ჰოლანდია ვან პერსის გარეშე და ასევე, ჩილე მესამე მატჩშიც ასეთი მრისხანე ძალა იქნება თუ ვერა. ჯერჯერობით, სამპაოლის გუნდი არა მხოლოდ შედეგიანად, არამედ ლამაზადაც თამაშობს.
23 ივნისი. 20:00. სან-პაულუ. “არენა კორინთიანსი”
ჰოლანდია-ჩილე
სავარაუდო შემადგენლობები
ჰოლანდია: სილესენი, ვლაარი, დე ვრეი, ველტმანი, იანმატი, ბლინდი, დე იონგი, დე გუზმანი, სნეიდერი, რობენი, ჰუნტელაარი.
ჩილე: ბრავო, ისლა, ხარა, სილვა, მენა, მედელი, ვიდალი, დიასი, არანგისი, სანჩესი, ვარგასი.
მსაჯი: გასამა (ზამბია)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043129