![]() |
|
კუდის მოსაქნევად
2014-06-23 12:21 | ნახვები: 1919
![]() ![]() ![]()
123
ავსტრალიის ჯგუფში ჩარჩენა არავის გაჰკვირვებია, აი, ესპანეთისა კი... ვინ იფიქრებდა, რომ ბოლო ტურის წინ, “ფურია როხას” ორი წაგება ექნებოდა და ამასთან, ბურთების შეფარდება 1:7. თავად ფეხბურთელებიც არ მალავენ, რომ სიცარიელეს გრძნობენ.
მცირე კონფლიქტი მოხდა ვისენტე დელ ბოსკესა და სესკ ფაბრეგასს შორის. მწვრთნელი უკმაყოფილო იყო სესკის ვარჯიშით, უგულოდ ირჯები და ცოტა გამოფხიზლდიო. ფეხბურთელმა ისევ ისე გააგრძელა, მშვიდ დელ ბოსკეს კი ნერვებმა უმტყუნა და ვარჯიშიდან მიაბრძანა აწ უკვე “ჩელსის” ნახევარმცველი. ფაბრეგასი ჩიოდა, ასეთი ინტენსიური ვარჯიში ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩის წინ რა საჭიროაო, რაზეც დელ ბოსკე ძალიან გაბრაზებულა. დიდი ალბათობით, დელ ბოსკე იმ ფეხბურთელებს დააყენებს ძირითადში, რომლებსაც ამ მუნდიალზე თამაშის საშუალება არ მისცემიათ, ან ნაკლები დრო დაჰყვეს მოედანზე. კუდის მოქნევის მატჩია და საინტერესოა, ვინ მოიქნევს. ავსტრალიელებმა წინა მუნდიალზე ეს მოახერხეს: სერბეთს მოუგეს ბოლო ტურში (2:1) და ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდნენ, მაგრამ არც სერბეთი გაიყვანეს. “სოკერუს” დააკლდება ლიდერი ტიმ კეჰილი, რომელსაც 2 ყვითელი ბარათი დაუგროვდა. ავსტრალიის ნაკრებს მუნდიალის ისტორიაში 11 გოლი აქვს გატანილი და აქედან 5 კეჰილის ანგარიშზეა. მან ჩილესაც გაუტანა და ჰოლანდიასთანაც ულამაზესი გოლი მიითვალა. 23 ივნისი. 20:00. კურიტიბა. “არენა დე ბაიშადა” ავსტრალია-ესპანეთი სავარაუდო შემადგენლობები: ავსტრალია: რაიანი, ფრანიჩი, დავიდსონი, მილიგანი, სპირანოვიჩი, მაკგოვანი, ედინაკი, ბრეშიანო, ლეკი, ოური, ჰალორანი. ესპანეთი: რეინა, ხუანფრანი, ჩავი მარტინესი, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, მატა, კოკე, ვილია მსაჯი: ნავაფ შუკრალა (ბაჰრეინი) |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია