![]() |
|
ჩემპიონის გვიანი გამარჯვება
2014-06-23 22:07 | ნახვები: 3337
![]() ![]() ![]() ![]() ![]()
12345
ჯერ კიდევ მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა, რომელმაც ბრაზილიაში მიმდინარე “მუნდიალზე” ორი მარცხი განიცადა და პლეი ოფში გასვლის ყველანაირი შანსი გადაიწურა, არაფრისმომცემ შეხვედრაში ავსტრალია ზედმეტი დაძაბვის გარეშე 3:0 დაამარცხა.
მატჩის დებიუტი მოსაწყენი გამოდგა. მოტივაციის უქონლობა ორივე გუნდს თვალნათლივ ეტყობოდა, მაგრამ ესპანელი მოთამაშეების კლასმა ნელ-ნელა თავი იჩინა და 36-ე წუთზე ეს პირველ გატანილ გოლში აისახა. ანდრეს ინიესტას გამჭოლი გადაცემის შემდეგ, ხუანფრანი ფლანგზე გაიქცა და ბურთი კარის გასწვრივ გაგზავნა, სადაც უმეთვალყუროდ დარჩენილმა დავიდ ვილიამ ქუსლით ითამაშა და დიდებული გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის უმეტესმა დრომ ასევე უინტერესოდ ჩაიარა. ფეხბურთელები შინ დასაბრუნებლად ემზადებოდნენ და ესპანელებმა ავსტრალიას გზაში კიდევ ორი გოლი გაატანეს. 69-ე წუთზე იმ დღეს საუცხოოდ მოთამაშე ანდრეს ინიესტამ ფერნანდო ტორესი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ანგარიში 2:0 გახდა. 82-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ უკვე ხუან მატა დარჩა. კუთხე მახვილი იყო, მაგრამ ესპანელმა ბურთი რაიანს ფეხებსშუა გაუტარა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0, რომელმაც პრაქტიკულად არაფერი შეცვალა. კურიტიბა. “არენა და ბაიშადა”. 30 000 მაყურებელი ავსტრალია - ესპანეთი 0:3 (0:1) ავსტრალია:რაიანი, უილკინსონი, მაკგოვანი, დევიდსონი, სპირანოვიჩი, ბოზანიჩი (ნრეშიანო 72), იედინაკი, მაკაი, ოარი (ტროიზი 62), ლეკი, ტაგარტი (ჰალორანი 46). ესპანეთი:რეინა, ხუანფრანი, ალბიოლი, რამოსი, ალბა, ალონსო (სილვა 84), კოკე, ვილია (მატა 56), ინიესტა, კასორლა (ფაბრეგასი 68), ტორესი. გოლები:0:1 ვილია (36), 0:2 ტორესი (69) გაფრთხილება:სპირანოვიჩი (88), იედინაკი (90+2) - რამოსი (62) ბურთის ფლობა:44%-56%,დარტყმა:4 (0)-11 (8),კუთხური:2-6,თამაშგარე:1-6,სეივი:5-0,ჯარიმა:14-9 |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია