Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ვან გაალის შეცვლები!
2014-06-23 22:34 | ნახვები: 3748
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ჰოლანდიას პირველ ადგილზე გასასვლელად ფრეც ხელს აძლევდა, თუმცა როგორც იტყოდნენ, გეგმა გადაჭარბებით შეასრულა და 2:0 იმარჯვა. მატჩის გმირი არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი, არამედ, ლუის ვან გაალი გახლდათ: მის მიერ გაკეთებულმა შეცვლებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს.
ჰოლანდიელებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდათ სასტარტოში, მაგრამ რობინ ვან პერსის თუ დისკვალიფიკაცია ჰქონდა და მარტინს ინდი ტრავმირებული იყო, დე გუზმანი ვან გაალმა შეცვალა. მან 4-მცველიანი სქემით ათამაშა გუნდი. რაც შეეხებათ ჩილელებს, არტურო ვიდალი ბოლომდე არ იყო მზად და ამიტომაც სათადარიგოთა სკამიდან ქომაგობდა თავისიანებს.
“ნარინჯისფერები” აშკარად მეორე ნომრად თამაშობდნენ, ჩილე კი ისეთი მწვავე ვერ იყო, როგორც წინა ორ შეხვედრაში. ამიტომაც, მართალია, ბურთი მეტწილად ჰოლანდიელთა ნახევარზე იყო, მაგრამ მომენტი მხოლოდ ერთხელ შეიქმნა: ფელიპე გუტიერესს ოდნავ აუცდა თავური. ჰოლანდიელთაგან მხოლოდ არიენ რობენის გარღვევა იყო გამოსარჩევი - ამ გარღვევას არაზუსტი დარტყმა მოჰყვა.
მეორე ტაიმში ტემპი შენელდა. ყველაზე აქტიური ალექსის სანჩესი გახლდათ, თუმცა თანაგუნდელები მხარს ვერ უბამდნენ. მატჩი იწურებოდა და ამ დროს, ჰოლანდიამ გახსნა ანგარიში: იანმატის ჩაწოდებულს ლეროი ფერიმ შეაგება ზუსტი თავური - 1:0. აღსანიშნავია, რომ ფერი სულ წუთნახევრის შესული იყო მინდორზე.
ჩილელებს ძალიანაც ეწადათ გათანაბრება, მაგრამ მათი შეტევები ხშირად საჯარიმოში წაქცევით და პენალტის მოთხოვნით სრულდებოდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში 6 თუ 7 ასეთი ეპიზოდი იყო და თანდათან მომაბეზრებელი ხდებოდა.
ბოლოს კი რობენმა კონტრშეტევაზე დაიჭირა მეტოქე, მარცხნიდან მეკარის ბაქანთან გააკეთა პასი და მემფის დეპაიმ ახლოდან ფეხით გაიტანა - 2:0. დეპაიც, ფერისა არ იყოს, შეცვლაზე შეიყვანა ვან გაალმა. და როგორ არ გავიხსენოთ ავსტრალიასთან მატჩი, როცა დეპაი ასევე მოგვიანებით ჩაერთო თამაშში და საუკეთესოც იყო.
დიდი ალბათობით, ჩილე მერვედფინალში ისევ ბრაზილიას შეხვდება (ისევე როგორც 1998 და 2010 წლებში). თუმცა, დაველოდოთ...
23 ივნისი. 20:00. სან-პაულუ. “არენა კორინთიანსი”
ჰოლანდია-ჩილე 2:0 (0:0)
ჰოლანდია:სილესენი, იანმატი, ვლაარი, დე ვრეი, ბლინდი, დე იონგი, სნეიდერი (ფერი 75), კუიტი (კონგოლო 88), ვიინალდუმი, ლენსი (დეპაი 69), რობენი.
მწვრთნელი:ლუის ვან გაალი
ჩილე:ბრავო, ისლა, მედელი, ხარა, მენა, დიასი, სილვა (ვალდივია 70), არანგისი, გუტიერესი (ბოსეჟური 46), სანჩესი, ვარგასი (პინილია 81)
მწვრთნელი:ხორხე სამპაოლი
გოლები:1:0 ფერი (77), 2:0 დეპაი (90+2)
გაფრთხილება:სილვა (25), ბლინდი (64)
ბურთის ფლობა: 37-63 კარში დარტყმა: 13 (8)-7(1) კუთხური: 2-7 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა 25-14
მსაჯი:გასამა (ზამბია)

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045863