Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევროპა მექსიკამ გადაძალა
2014-06-24 10:37 | ნახვები: 2362
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩის წინ, ხორვატებმა ზუსტად უცოდნენ, რომ მერვედფინალში სათამაშო გამარჯვება სჭირდებოდათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და შინ დაგეგმილზე ადრე გამგზავრება მოუწევთ.
სცენარიდან გამომდინარე, ხორვატები პირველივე წუთებიდან ბურთს აკონტოლებდნენ და იღბალს შეტევაში ელოდნენ, მაგრამ მეტოქე კარგად იცავდა თავს და კონტრშეტევაზე საკუთარ შანსს ელოდა. ამასთან, მექსიკელებისთვის ფრეც მისაღები შედეგი იყო და მათ პრაგმატულ ქმედებებს გამკრიტიკებელი ნაკლებად გამოუჩნდება.
აქედან გამომდინარე, პირველი ტაიმი მოსაწყენი არ გამოვიდა, მაგრამ შესვენებამდე გოლის გატანა ისევ ლათინოამერიკელებს შეეძლოთ, მაგრამ ჯერ ერერამ ზედა ძელს გაარტყა, მერე კი, პერალტა უბრალოდ ბურთს ვერ მიწვდა. მეორე ტაიმში მექსიკელები სულაც ინიციატივას დაეუფლნენ და 64-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიც იყო დასანიშნი, მაგრამ მსაჯი შეცდა და ხელით თამაში არ დააფიქსირა და მაინც, ძალიან მალე, მარკესმა ჩორლუკას საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავური დატყმით ანგარიში გახსნა.
ძალიან მალე მექსიკელებმა ხორვატთა შეცდომით ისარგებლეს და გუარდადომ პერალტას გადაცემა გამოიყენა, ხოლო სულ მალე ერნანდესმა ხორვატებს შორეულ ძელთან უყურადღებოდ დატოვება არ აპატია. დარჩენილ დროში ხორვატებმა ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლეს, მაგრამ მათ არც დრო დარჩათ და არც საშუალება სიტუაციის გამოსასწორებლად და მორიგ ევროპულ ნაკრებად იქცა, რომელიც ჯგუფური ეტაპის შემდეგ შინ მიემგზავრება.
ხორვატია - მექსიკა 1:3 (0:0)
ხორვატია: პლეტიკოშა, ვრსალკო (კოვჩიჩი 58), ჩორლუკა, ლოვრენი, პრანიჩი (იელევიჩი 74), სრნა, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, ოლიჩი (რებიჩი 70), მანჯუკიჩი.
მექსიკა: ოჩოა, ფ. როდრიგესი, მარკესი, ერერა, ლაიუნი, მორენო, გუარდადო (ფაბიანი 85), აგილარი, ვასკესი, დოს სანტოსი (ხ. ერნანდესი 62), პერალტა (პენია 79).
გოლები: 0:1 მარკესი (72), 0:2 გუარდადო (75), 0:3 ხ. ერნანდესი (82), 1:3 პერიშიჩი (87)
გაფრთხილება: რაკიტიჩი (9) - მარკესი (39), ვასკესი (66)
გაძევება: რებიჩი (89)
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (5)-12 (7), კუთხური: 7-9, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-4, ჯარიმა: 18-12

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.040514