![]() |
|
მეორედ ბელუ ორიზონტეში
2014-06-24 13:09 | ნახვები: 1786
![]() ![]()
![]()
![]()
1234
ქალაქ ბელუ ორიზონტეს სტადიონი ინგლისელებისთვის ავადსახსენებელია. სწორედ აქ, 1950 წლის 29 ივნისს წააგეს მათ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი აშშ-სთან (0:1) და სწორედ ამის შემდეგ დაინგრა მათი უძლეველობის მითი.
ბრაზილიური ტურნირი არც ამჯერად გამოდგა ბრიტანელებისთვის იღბლიანი. მათ ჯგუფში ორივე მატჩი წააგეს და ნაადრევად ემშვიდობებიან შეჯიბრს. თუ ამჯერადაც დამარცხდნენ, ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იქნება მათ სამუნდიალო ისტორიაში. ჯგუფში სამი შეხვედრა მათ არასოდეს წაუგიათ (ასე მხოლოდ 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხდა). ამის მიუხედავად, როი ჰოჯსონი მაინც რჩება თანამდებობაზე და გუნდს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს. საკოსტარიკოდ მან გადახალისებული შემადგენლობა შეარჩია და სათადარიგოებს აძლევს თამაშის საშუალებას. ჯერარდის ნაცვლად კაპიტანი ლამპარდი იქნება. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ურუგვაის ნაკრებთან წაგებული მატჩი ბოლო აღმოჩნდეს სტივი ჯის სანაკრებო კარიერაში. ჰოჯსონს მისი და ლამპარდის დატოვება სურს, მაგრამ ეს ამბავი მუნდიალის შემდეგ გაირკვევა. ჯერარდის შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ ახალ სეზონში მას პრემიერლიგასთან ერთად ჩემპიონთაA ლიგაშიც მოუწევს თამაში და შემორჩება თუ არა სანაკრებოდ ძალები, სწორედ, ამზე უნდა მოილაპარაკონ. ინგლისური მედიის ინფორმაციით, კოსტარიკელებთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში 9 ახალწვეულს ვიხილავთ (ზოგი მათგანი შეცვლაზე შესულა, ზოგს საერთოდ არ უთამაშია), “ძველებიდან” მხოლოდ კეჰილი და სტარიჯი იქნებიან. კოსტარიკელთა დამრიგებელმა კი ლიდერების რუისისა და კემპბელის დასვენება გადაწყვიტა. ხორხე ლუის პინტო (კოსტა რიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ინგლისელები ჩემპიონატის უქულოდ დამთავრებას არ აპირებენ, ამიტომ ძალიან რთული მატჩი გველის. ჩვენ მაინც მაქსიმალური შედეგის მიღწევას ვეცდებით.” როი ჰოჯსონი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჯგუფის ლიდერთან მოგვიწევს შეხვედრა, რომლმაც მთლიანად შეცვალა სიტუაცია ოთხეულში. მაგრამ უნდა დავამტკიცოთ, რომ კოსტარიკელებისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა ძალგვიძს. ბევრ ახალ ფეხბურთელს მივცემთ თავის გამოჩენის საშუალებას.” ფრენკ ლამპარდი (ინგლისის ნაკრების კაიტანი): “ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდი პოტენციალი აქვთ. მათ რაღაცეები ეშლებათ, მაგრამ შანსი უნდა მივცეთ გამოცდილება მიიღონ. მომავალში ისინი უფო და უფრო გაძლიერდებიან.” 24 ივნისი. ბელუ ორიზონტე. “მინეირაუ.” 20:00 კოსტა რიკა – ინგლისი მსაჯი: ჯამელ ჰაიმუდი (ალჟირი) სავარაუდო შემადგენლობები კოსტა რიკა: ნავასი, დუარტე, გონსალესი, მილერი, აკოსტა, კუბერო, ტეხედა, ფრენსისი, კალვო, ბარანტესი, ურენია მწვრთნელი: ხორხე ლუის პინტო ინგლისი: ფოსტერი, ჯონსი, კეჰილი, სმოლინგი, შოუ, უილშირი, ლამპარდი, მილნერი, ბარკლი, ლალანა, სტარიჯი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია