Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბოლო იმედის მატჩი
2014-06-24 14:29 | ნახვები: 2804
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
“წინ ჩემი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე სერიოზული მატჩი მელის” – იტალიის ნაკრების თავკაც ჩეზარე პრანდელის ამ მოკლე კომენტარიდანაც კარგად ჩანს, რამხელა მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას, რომელშიც აპენინელები ურუგვაის უნდა დაუპირისპირდნენ. მთავარი კი ისაა, რომ მომავალი ევრო-ამერიკული ჯახი არა მარტო პრანდელისა და მთელი იტალიისთვის, არამედ ურუგვაელთათვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ორი ტურის შემდეგ, ორივე ნაკრებს სამ-სამი ქულა მოეპოვება ანგარიშზე და “სკუადრა აძურა” კონკურენტს მხოლოდ გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსით სჯობნის. ამ მცირე უპირატესობის წყალობით, პრანდელის გუნდს დღეს ფრეც აწყობს, თუმცა უძლიერესი შემტევი ხაზის წინააღმდეგ თამაშისას თავიდანვე მხოლოდ ქულის დაგეგმვა შესაძლოა დამღუპველი სტრატეგიაა აღმოჩნდეს, რასაც თავად სპეციალისტიც ადასტურებს და მოსაგებად ემზადება. ურუგვაელთა დამრიგებელი ოსკარ ტაბარესიც სამი ქულის გარდა არაფერზე ფიქრობს და ქომაგებს ლამაზი, შემტევი ფეხბურთის ჩვენებას ჰპირდება. ხოლო სახელიანი მოწინააღმდეგის ძლევა რომ შეუძლია, ტაბარესის გუნდმა მეორე ტურშიც დაამტკიცა, ინგლისის დამარცხებით.
ბრიტანელებს მიმდინარე მუნდიალზე იტალიელებმაც აჯობეს. გარდა ამისა, დღევანდელ კონკურენტებს ერთი უსიამოვნო ფაქტიც აერთიანებთ – ორივემ წაიფორხილა კოსტა რიკას ნაკრებთან, რომელსაც ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე, ყველა აუტსაიდერად მიიჩნევდა. კოსტა რიკა უკვე პლეი ოფშია, იტალიასა და ურუგვაის კი მეორე გამსვლელი საგზურისთვის უწევთ ბრძოლა.
ეს ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ათჯერ დაუპირისპირდნენ და უპირატესობა სამხრეთამერიკელთა მხარესაა. აქედან სამი თამაში ოცდამეერთე საუკუნეში გაიმართა. 2002 წელს ფრე 1:1 დაფიქსირდა, 2011 წელს ურუგვაიმ “სტადიო ოლიმპიკოზე” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა, ხოლო შარშან, კონფედერაციათა თასზე, მესამე ადგილისთვის მატჩში საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უფრო ზუსტად ევროპელებმა დაარტყეს.
უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორია კი ორი თამაშისგან შედგება: 1970 წელს, ჯგუფური ეტაპის შეხვედრა 0:0 დასრულდა. 1994 წელს კი იტალიამ მერვედფინალში 2:0 მოიგო.
“სკუადრა აძურა” დღევანდელ მატჩს სავარაუდოდ, ნახევარმცველ დანიელე დე როსის გარეშე ჩაამთავრებს. ამ უკანასკნელმა პარასკევს, კოსტა რიკასთან დაპირისპირებისას მიღებული ტრავმის გამო რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა და წინასწარი ინფორმაციით, პრინციპულ თამაშსაც დააკლდება. წინასამატჩო წვრთნაში დე როსის გარდა მონაწილეობა არც მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს და ნახევარმცველ კლაუდიო მარკიზიოს მიუღიათ, მაგრამ სანაკრებო სამედიცინო შტაბის განცხადების თანახმად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არაა. აქვე ერთი პოზიტიური სიახლეც, ტრავმა უკვე მოიშუშა მცველმა მატია დე შილიომ და მინდორზე გასასვლელადაც მზადაა.
ურუგვაელთა მთავარი დანაკლისი კი მცველი მაქსი პერეირაა, რომელიც კოსტა რიკასთან მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო დაისვენებს. გუნდის კაპიტან დიეგო ლუგანოს თამაში კი ტრავმის გამო საეჭვოა.
მოწინააღმდეგეთა შანსებს ტოტალიზატორები თანაბრად აფასებენ. გოლის შესაძლო გამტანთა შორის კი ბუქმეკერები ყველაზე დაბალ ფსონს “სელესტეს” ფორვარდ ლუის სუარესს უწერენ. პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ მოედანს მუნდიალის მეორე ტურში, ინგლისთან შეხვედრაში დაუბრუნდა და უმალ დუბლი მიითვალა.
იტალია - ურუგვაი
ნატალი. “დას დუნასი”
სავარაუდო შემადგენლობები:
იტალია: ბუფონი, ბალძარი, ბონუჩი, კიელინი, კანდრევა, პირლო, ვერატი, მარკიზიო, დარმიანი, იმობილე, ბალოტელი.
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი
ურუგვაი: მუსლერა, კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ა. პერეირა, გონსალესი, რიოსი, როდრიგესი, ლოდეირო, სუარესი, კავანი.
დისკვალიფიკაცია: მაქსი პერეირა
მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი
მსაჯი: მარკო ანტონიო როდრიგესი (მექსიკა)



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.04053