Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
კოტდივუარელთა ისტორიული მისია
2014-06-24 15:07 | ნახვები: 2921
ძმები ტურეები მაინც დარჩნენ ბრაზილიაში
კარაგუნისი სასტარტოში კაცურანისის ადგილს დაიკავებს
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მერვედფინალში გასასვლელად ბერძნებს არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ რამდენიმებურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებათ, რადგან უშუალო კონკურენტ იაპონიას ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს.
სხვა საქმეა, როგორ უნდა გაიტანონ ბერძნებმა რამდენიმე გოლი, როცა აქამდე ერთიც არ გაუტანიათ. ფერნანდუ სანტუშისგან სიურპრიზებსაც შეიძლება ველოდოთ, მაგალითად სამარასის ცენტრფორვარდად გამწესებას. მით უმეტეს, რომ გეკასი და მითროღლუ ბრაზილიაში მაინცდამაინც ვერ ბრწყინავენ.
ბერძნებს არ ეყოლებათ დისკვალიფიცირებული კოსტას კაცურანისი, რომლის ადგილსაც დიდი ალბათობით ვეტერანი გეორგეოს კარაგუნისი დაიკავებს.
დისკვალიფიცირებული ჰყავთ კოტდივუარელებსაც. ზოკორა სათადარიგოთა სკამზე იჯდება. მის ადგილს სავარაუდოდ კოლო ტურე დაიკავებს, თუმცა ახლახან მის ოჯახში მომხდარ ტრაგედიას თუ გავიხსებთ (კოლოს და იაიას ძმა გარდაეცვალათ), ძნელი სათქმელია, როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იქნება. ისევე, როგორც იაია.
ჯგუფიდან გასასვლელად ივუარელებს შესაძლოა, ფრეც ეყოთ, თუმცა მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში აღარ მოუწევთ თანაჯგუფელების მატჩის შედეგზე ნერვიულობა.
ფერნანდუ სანტუში (საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ის თვისებები უნდა გამოვავლინოთ, რომელთა მეშვეობითაც მოვხვდით მსოფლიო ჩემპიონატზე. კოტ’დივუარს ძლიერი გუნდი ჰყავს, თუმცა არც ჩვენ მოვსულვართ აქამდე დაუმსახურებლად.”
საბრი ლამუში (კოტ’დივუარის მთავარი მწვრთნელი): “ღრუბლებში არ უნდა ვიცუროთ. სერიოზულად უნდა განვეწყოთ მატჩისთვის. თუ გავიმარჯვებთ და ჯგუფიდან გავალთ, სამუდამოდ ჩავწერთ ჩვენს სახელებს კოტდივუარული ფეხბურთის ისტორიაში.”

24 ივნისი. ფორტალეზა. “კასტელანი.” 00:00
საბერძნეთი – კოტ’დივუარი
მსაჯი: კარლოს ვერა (ეკვადორი)
სავარაუდო შემადგენლობები:
საბერძნეთი: კარნეზისი, ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, მანოლასი, ხოლევასი, სალპინგიდისი, კონე, მანიატისი, კარაგუნისი, სამარასი, მითროღლუ
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
კოტ’დივუარი: ბარი, ორიე, კოლო ტურე, ბამბა, ბოკა, დიე, ტიოტე, კალუ, იაია ტურე, ჟერვინიო, დროგბა
მწვრთნელი: საბრი ლამუში


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.046996