Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პროტესტი სოციალური წმენდის წინააღმდეგ
2014-06-24 17:18 | ნახვები: 2899
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ბრაზილიაში სოციალურ ნიადაგზე მსოფლიო ჩემპიონატის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები დრო და დრო იმართება და ერთ-ერთს მეც გადავაწყდი. ის ხალხმრავალი არ იყო და არც პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. უბრალოდ, პროტესტანტებს ქვიშაში ჯვრები ჩაერჭოთ და თან პროკლამაციებს არიგებდნენ. ამასთანავე, მეგაფონით საკუთარ პროტესტს გამოხატავდნენ.
პროკლამაციაში წერია, რომ ქალაქების მერები, შტატები, გუბერნატორები და ფედერალური ხელისუფლება სოციალურ წმენდას ეწევა, რასაც მსოფლიო ჩემპიონატით ამართლებს. ისინი სახლებიდან უბრალო მშრომელებს ასახლებენ, რომელთაც გადაშენება ემუქრებათ. გარდა ამისა, მასში ნათქვამია, რომ ტურისტებს ბრაზილიის ქალაქების სანაპიროები, კლიმატი და ბუნება მოსწონთ, მაგრამ მთავარი ღირებულება ხალხია. არც ერთ ტურისტს არ სურს გეტო ნახოს ან იქ ერთი დღე იცხოვროს, რიო დე ჟანეირო კი, ხალხს ეკუთვნის. თუმცა, ეს ჩაგრული ხალხის ქალაქია.
თავად ბრაზილიელები ამ საპროტესტო აქციას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ის იმ რაიონში იმართებოდა, სადაც უფრო შეძლებული ფენა ცხოვრობს, რომელიც დილას ქვიშიან სანაპიროზე ვარჯიშობს და მსგავსი პროკლამაციები დიდად არ ანაღვლებს.


ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.040989