|
მოდრიჩი: “დასვენების დროა”
2014-06-24 18:45 | ნახვები: 1810
1
ხორვატიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლუკა მოდრიჩი მისი გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოვარდნით დამწუხრებულია და დასვენების სურვილს გამოთქვამს.
ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ხორვატები მექსიკასთან დამარცხნენ (1:3) და 1/8-ფინალის საგზური მეტოქეს დაუთმეს. “მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოვარდნა, ჩვენთვის, დიდი იმედგაცრუებაა. უკვე ვფიქრობდით, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლას მოვახერხებდით. მექსიკელებს 1/8-ფინალში წარმატებას ვუსურვებ. წარმატებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ ეს მდგომრეობა მექსიკასთან მატჩის 65-ე წუთამდე გრძელდებოდა. მეტოქემ ანგარიშის გახსნა მოახერხა, რის შემდეგაც მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო. მექსიკელებმა მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს. ჩვენს გუნდში შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რომლებიც ნაკრებს ცოტა ხნის წინათ შემოუერთდნენ. ახლა, დროა დავისვენოთ და ვნახოთ, სამომავლოდ რისი გამოსწორება შეგვიძლია. ძალიან რთული სეზონი მქონდა და უნდა დავისვენო. უკეთესი იქნებოდა, თუ აქ დავრჩებოდი, მაგრამ მექსიკა ობიექტურად უკეთესი გუნდი იყო.” – აცხადებს ლუკა მოდრიჩი. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია