Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
არაფერი
2014-06-24 23:06 | ნახვები: 3348
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მკითხველთან შეიძლება ბოდიშის მოხდაც მოგვიხდეს, მაგრამ ეს ისეთი თამაში იყო, რომელიც ადამიანს ფილოსოფიურ განწყობას გიქმნის, რეალობას შორდები და რაღაც ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე იწყებ ფიქრს. ამის მიზეზი ის არის, რომ მოედანზე თითქმის არაფერი ხდება. იქმნება რაღაც ნახევარმომენტები, თითქოს იბრძვიან, თითქოს გატანა უნდათ, მაგრამ მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე უკვე აღარ გახსოვს რა ხდებოდა.
კოსტარიკელთა მწვრთნელი თამაშის წინ ამბობდა, რომ გუნდის ლიდერებს, ბრაიან რუისსა და ჟოელ კემპბელს დაასვენებდა, მაგრამ ორივე სასტარტო შემადგენლობაში გამოჩდა. გარდა ამისა, მათ რიგებში ორი ცვლილებაც მოხდა. მაიკლ უმანიას ნაცვლად როი მილერმა ითამაშა, კრისტიან ბოლანიოსის მაგიერ კი რენდელ ბერნესმა.
როი ჰოჯსონმა კი როგორც გვპირდებოდა, ფაქტობრივად, ახალი გუნდი გაიყვანა მინდორზე. ძველებიდან სასტარტოში გარი კეხილი და დანიელ სტარიჯი მოხვდნენ, დანარჩენები კი ზოგს მანმადე შეცვლაზე ეთამაშა, ზოგიც პირველად გამოჩნდა. კაპიტანი ფრენკ ლამპარდი გახლდათ, რომელმაც ეს მისია მოგვიანებით შეცვლაზე შესულ ჯერარდს გადააბარა.
მატჩის ტემპი მაღალი არ ყოფილა.შედარებით აქტიურები კემპბელი და სტარიჯი იყვნენ. სელსო ბორხესმა სულაც ხარიხას მოარტყა ბურთი. მაგრამ ასეთი გამონათებები საერთო სურათს ვერ ქმნიდა. დანარჩენი დრო გუნდები ერთობ უსახურად ირჯებოდნენ და ამას ანგარიშიც მოწმობს.
ამრიგად, კოსტარიკელებმა 7 ქულა მოაგროვეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, რასაც, ცხადია, ამ “სიკვდილის ჯგუფში” ვერავინ წარმოიდგენდა. მოგეხსენებათ, პარალელურ შეხვედრაში ურუგვაიმ იტალიას 1:0 მოუგო და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ინგლისი და იტალია კი ნაადრევად მიემგზავრებიან შინისაკენ.
ამ წაგებით იტალიელთა მწვრთნელის, ჩეზარე პრანდელის მომავალიც ბუნდოვანი გახდა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ როი ჰოჯსონი 2016 წლამდე დატოვა ნაკრების სათავეში. იგლისური მედია წერს, რომ ეს ლამპარდის ბოლო მატჩი იყო ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. თუმცა ჰოჯსონმა პრესკონფერენციაზე თქვა: ჯერარდი და ლამპარდი ისევ მჭირდებიან და გამიხარდება თუ დარჩებიანო. ეს ამბავი მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვევა.
კოსტა რიკა – ინგლისი 0:0
24 ივნისი. ბელო ორიზონრტე. “მინეირაუ.” 57 823
კოსტა რიკა: ნავასი, მილერი, დიასი, დუარტე, გამბოა, გონსალესი, ბორხესი (ბარანტესი 78), ტეხედა, რუისი, ბრენესი (ბოლანიოსი 59), კემპბელი (ურენია 65)
მწვრთნელი: ხორხე ლუის პინტო
ინგლისი: ფოსტერი, კეჰილი, სმოლინგი, ჯონსი, შოუ, ლამპარდი, მილნერი (რუნი 76), ლალანა (სტერლინგი 62), უილშირი (ჯერარდი 73), ბარკლი, სტარიჯი
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
გაფრთხილება: გონსალესი (60); ბარკლი (53), ლალანა (57)
მსაჯი: ჯამელ ჰაიმუდი (ალჟირი)
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 2(1)-3(5), ჯარიმა: 17-14, კუთხური: 3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-3


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044346