Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სიკვდილის ჯგუფის საოცარი ფინიში - ურუგვაიმ იტალიას კბილი დაადგა
2014-06-24 23:44 | ნახვები: 4219
12345678
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიოს ჩემპიონატს კიდევ ერთი ევროპული გრანდი გამოაკლდა. ესპანეთის და ინგლისის შემდეგ, ჯგუფური ეტაპი ვერც იტალიამ გადალახა. სიკვდილის ჯგუფად წოდებული D ჯგუფიდან მერვედფინალის საგზური კოსტა რიკამ და ურუგვაიმ მოიპოვეს. იტალიელებს და ინგლისელებს კი ბრაზილიაში აღარაფერი ესაქმებათ, შინ ბრუნდებიან.
აპენინელებს მიზნამდე ათიოდ წუთი დააკლდათ. ჩეზარე პრანდელის გუნდს ურუგვაისთან მატჩში ფრეც აძლევდა ხელს და 81-ე წუთამდე ინარჩუნებდა კიდეც სასურველ ანგარიშს, ვიდრე სამხრეთამერიკელმა მცველმა დიეგო გოდინმა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით ჯანლუიჯი ბუფონის კარის ბადეში არ გაახვია.
გოლამდე სახიფათო მომენტებით ღარიბი, მაგრამ საკმაოდ დაძაბული თამაში ვიხილეთ. გუნდები მოედნის თითოეულ მონაკვეთზე იბრძოდნენ. პრანდელიმ ჯერ კიდევ თამაშამდე გამოაცხადა, რომ მოსაგებად ითამაშებდა და სასტარტო განაცხადის გათვალისწინებით, მართლაც სცადა შეტევა, მაგრამ შემტევებვმა ვერ გაუმართლეს. მარიო ბალოტელი და ჩირო იმობილე მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში პასიურები იყვნენ.
ბალოტელიმ თავი მხოლოდ მოედნის ცენტრში უხეშობისთვის მიღებული ყვითელი ბარათით გამოიჩინა და მწვრთნელმა შესვენების შემდეგ მის ნაცვლად მინდორზე ნახევარმცველ პაროლოს უხმო. იმობილეს კი კიდევ 25 წუთი აცალა და შემდეგ ჩაანაცვლა ანტონიო კასანოთი. ხეირი არც ამ შეცვლებს მოუტანია. “სკუადრა აძურადან” თუ ვინმეს გამორჩევა შეიძლება, პირველ ყოვლისა ანდრეა პირლოსი. ჩვეულად აქტიური და ლაღი ვერც “იუვენტუსის” შუახაზელი იყო, მაგრამ რამდენიმე მეტნაკლებად დასამახსოვრებელი მომენტი კი შექმნა. ორჯერ სახიფათო საჯარიმო დარტყმაც შეასრულა, მაგრამ მეკარე ფერნანდო მუსლერას ვერ აჯობა.
ურუგვაელთაგან კი მოლოდინისამებრ, ყველაზე მეტად ლუის სუარესისა და ედისონ კავანის შემტევი დუეტი აქტიურობდა და რომ არა აპენინელი მცველებისა და ბუფონის თავგანწირული თამაში, ანგარიში გაცილებით ადრეც გაიხსნებოდა.
დაწინაურების პირველი რეალური შანსი ოსკარ ტაბარესის გუნდს 58-ე წუთზე მიეცა. კრისტიან როდრიგესი მეტოქის საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და ბუფონს შორეულ კუთხეში დაურტყა, მაგრამ კარის ჩარჩოს ვერ დაუმიზნა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში იტალია მინდორზე ათი კაცით დარჩა. კლაუდიო მარკიზიოს მოედნის ცენტრში უხეშობა წითელ ბარათად დაუჯდა.
სწორედ ამ მომენტიდან, ურუგვაი მომენტალურად გააქტიურდა და მოწინააღმდეგის ნახევარზე დაბანაკდა. 66-ე წუთზე სუარესი ბუფონისთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვერ აჯობა. ერთი სახიფათო სწრაფი კონტრშეტევა პრანდელის გუნდმაც განახორციელა – პირლომ იმობილე შეიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე. ამ უკანასკნელს კი ხოსე მარია ხიმენესი ჩაუხტა ფეხებში და არ გაატანინა.
ტაბარესმა შეტევის გასაძლიერებლად ჯერ ფორვარდი კრისტიან სტუანი ჩართო თამაშში, ხოლო შემდეგ ნახევარმცველი გასტონ რამირესი. გოლიც სწორედ რამირესის კუთხურს მოჰყვა.
დარჩენილ დროში “სკუადრა აძურა” ძირითადად ქაოსურად უტევდა, მაგრამ ერთადერთხელ დაემუქრა მუსლერას კარს, პირლოს 30 მეტრიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმით. ურუგვაელებს კი 89-ე წუთზე ორი ბურთით დაწინაურება მართებდათ, როდესაც კონტრშეტევისას სამი შემტევი ფეხბურთელი ერთი მცველის პირისპირ აღმოჩნდა. სუარესმა ბურთი მცველს ჩააბარა და ქომაგები კიდევ ხუთი წუთით ანერვიულა.
დაბოლოს ერთი ეპიზოდიც, რომელიც სავარაუდოდ სერიოზული განხილვის თემა გახდება. ლუის სუარესმა ერთ-ერთი შეტევისას აპენინელთა მცველ ჯორჯო კიელინიზე კბილებით გაიწია, მაგრამ მექსიკელმა არბიტრმა მარკო ანტონიო როდრიგესმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.
იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ზედიზედ მეორედ ვერ დაძლია.

ნატალი. “დას დუნასი”
იტალია – ურუგვაი 0:1 (0:0)
იტალია: ბუფონი, კიელინი, ბონუჩი, ბალძარი, დე შილიო, მარკიზიო, ვერატი (მოტა 75), დარმიანი, პირლო, ბალოტელი (პაროლო 46), იმობილე (კასანო 71).
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი
ურუგვაი: მუსლერა, ა. პერეირა (სტუანი 63), გოდინი, ხიმენესი, კასერესი, როდრიგესი (რამირესი 78), არევალო, გონსალესი, ლოდეირო (მ. პერეირა 46), კავანი, სუარესი.
მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი
გოლები: 0:1 გოდინი (81).
გაფრთხილება: ბალოტელი (23), არევალო (46), დე შილიო (77), მუსლერა (90+2).
გაძევება: მარკიზიო (59).
მსაჯი: მარკო ანტონიო როდრიგესი (მექსიკა)
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 5(4)-9(5), ჯარიმა: 19-20, კუთხური: 3-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 8-5.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.05349