Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ეკვადორი იდეალურად თამაშს აპირებს
2014-06-25 00:30 | ნახვები: 3259
ლაშა თაბაგარის ფოტოები
რუედას სხვა სამხრეთამერიკულ ნაკრებებთან ჩამორჩენა არ სურს
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ეკვადორის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რეინალდო რუედას თქმით, ოთხშაბათს მისმა გუნდმა ფრანგების წინააღმდეგ იდეალურად უნდა ითამაშოს. ამის შესახებ რუედამ განაცხადა “მარაკანაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც წინასწარ დაანონსების მიუხედავად, მცველი ფრიკსონ ერასო არ დაესწრო. რუედას არ დაუკონკრეტებია მისი არყოფნის მიზეზი. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გუნდმა “მარაკანაზე” არ ივარჯიშა, მან აღნიშნა, რომ მოედნის საფარს გაუფრთხილდნენ.
რუედას თქმით, გუნდი კარგადაა მომზადებული ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ ოთხშაბათი ეკვადორელებისთვის იღბლიანი აღმოჩნდება და ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს გააგრძელებენ.
მოწინააღმდეგის შეფასებისას კოლუმბიელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთმა განვლილ ორ თამაშში ძალიან კომპაქტურად, ეფექტურად და აგრესიულად ითამაშა, რამაც წარმატებაში ხელი შეუწყო. რუდას განცხადებით, მისი ქვეყნისთვის საპატიოა ისეთ ნაკრებთან თამაში, როგორიც საფრანგეთია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი მოუგია.
მწვრთნელს ურუგვაის იტალიასთან გამარჯვებაზეც ჰკითხეს და მან ხაზი გაუსვა, რომ ურუგვაელთა წარმატება სამხრეთამერიკული ფეხბურთის ძალას აჩვენებს. თან იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდიც ამ გზით წავა.
გაირკვა, რომ ეკვადორი ფაქტობრივად იგივე შემადგენლობით ითამაშებს, როგორც ჰონდურასთან. მწვრთნელი ფეხბურთელებს მოეთათბირება რათა სტრატეგია შეიმუშავონ, რადგან მომავალი მატჩი, განვლილი ორი შეხვედრისგან განსხვავდება. მან განმარტა, რომ საფრანგეთის არაერთი მატჩი ნახა და მეტოქის თამაშის ანალიზი გააკეთა. მწვრთნელის აზრით, საფრანგეთს ჰყავს მოთამაშეები, რომელთაც გოლების გატანის დიდი ნიჭი აქვთ.
პრესკონფერენციაზე არგამოცხადებულ ერასოს თურმე “ფლამენგოში” უთამაშია და მწვრთნელის თქმით, შეეცდება “მარაკანაზე” იმავე წარმატებას მიაღწიოს, რასაც ბრაზილიურ კლუბში.
რუედას არ დაუმალავს, რომ საფრანგეთის ღირსებების მიუხედავად, ეკვადორმა იდეალურად უნდა ითამაშოს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს. მან შედეგის მისაღწევად გარკვეულწილად ტაქტიკის შეცვლაც არ გამორიცხა. რუედას შეგირდები თავდაუზოგავად ბრძოლას აპირებენ, ვინაიდან მათთვის მთავარი გამარჯვებაა.
პრესკონფერენციაზე ეკვადორის ნაკრების აწ გარდაცვლილი ფეხბურთელი კრისტიან ბენიტესიც ახსენეს. რუედამ თქვა, რომ ბენიტესი, რომელსაც ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურდა, კვლავ მათ გულშია. თუმცა, ამას ნაკრების დამატებითი მოტივაციისთვის არ გამოიყენებს, რადგან ბენიტესი ისედაც გუნდის ნაწილია და ყველა მოთამაშეს ახსოვს.
რუედამ ისიც აღნიშნა, რომ ჯგუფური ეტაპი სამხრეთ ამერიკის ხუთმა გუნდმა დაძლია და ეკვადორს სურს მეექვსე იყოს. კოლუმბიელის განცხადებით, მიმდინარე ჩემპიონატში ლათინური ამერიკის ქვეყნები დომინირებენ.
ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.038688