Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პრანდელი და აბატე გადადგნენ
2014-06-25 01:58 | ნახვები: 5212
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი, რომლის ხელმძღვანელობითაც “სკუადრა აძურა” 2014 წლის ჩემპიონატის მერვედფინალს მიღმა დარჩა, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. პრანდელიმ შესაბამისი განცხადება ურუგვაისთან მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელიც იტალიამ 0:1 წააგო.
“პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და თანამდებობას ვტოვებ. როდესაც რაიმე პროექტი კრახს განიცდის, ვიგაცამ პასუხი უნდა აგოს. საკუთარი გეგმა მქონდა, რომელმაც არ იმუშავა. რატომ? არ ვიცი”.
ცნობისთვის, უკანასკნელი 48 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს პირველობის ჯგუფური ეტაპის დაძლევა ზედიზედ ორ ტურნირზე ვერ შესძლო. ბოლოს “სკუადრა აძურას” მიყოლებით წარუმატებელი ტურნირები 1962 და 1966 წლებში ჰქონდა. სამაგიეროდ, 1970 წელს აპენინელები ფინალში გავიდნენ, სადაც ბრაზილიასთან დამარცხდნენ.
მოგვიანებით, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანკარლო აბატემაც და ცხადია, რომ მიზეზი ამ შემთხევაშიც ეროვნული გუნდის ფიასკო იყო.
“მინდა, გაცნობოთ, რომ ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმედი მაქვს, მომავალ საბჭოს სხდომაზე პრანდელის ნაკრებში დასატოვებლად ყველაფერი იქნება გაკეთებული. მას გადაწყვეტილება უნდა შევაცვლევინოთ”, - აღნიშნა აბატემ.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043769