Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
შვეიცარიის მიზანი – უკეთ, ვიდრე ეკვადორი
2014-06-25 02:51 | ნახვები: 2655
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ჰონდურასის ნაკრებს ჯგუფში მე-2 ადგილზე გასვლის შანსი კი აქვს, მაგრამ მხოლოდ თეორიული, რასაც შვეიცარიაზე ვერ ვიტყვით. ოტმარ ჰიტცფელდის გუნდი ეკვადორს ბურთების სხვაობის მხრივ კი ჩამორჩება, მაგრამ შვეიცარიელებს გაცილებით სუსტი მეტოქე ჰყავთ.
შვეიცარია შემდეგ ეტაპზე იმ შემთხვევაში გავა, თუ ეკვადორზე 2 ბურთით დიდი სხვაობით მოიგებს, ან ფრედ ითამაშებს და სამხრეთ ამერიკელები უქულოდ დარჩებიან. ჰიტცფელდის გუნდს შანსი წაგების შემთხვევაშიც დარჩება. შვეიცარიელები 1/8-ფინალში ითამაშებენ, თუ 1 ბურთით წააგებენ, ხოლო საფრანგეთი ეკვადორს 3:0, ან 4-ბურთიანი სხვაობით დაამარცხებს.
შვეიცარია კონკურენტზე უკეთეს სიტუაციაში კია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ 4 წლის წინათ გამართული მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური. ჰიტცფელდის გუნდი სწორედ ჰონდურასს ხვდებოდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, 2 ბურთით მოგებას ევროპელები 1/8-ფინალში გაჰყავდა, მაგრამ თამაში უგოლოდ დასრულდა. ეს ამ გუნდებს შორის აქამდე გამართული ერთადერთი მატჩია.
ჰონდურასისთვის შვეიცარია უფრო მეტად სახიფათო მე-2 ტაიმში, განსაკუთრებით კი ბოლო 10 წუთში იქნება. ჰიტცფელდის შეგირდებმა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი ბოლო 12 გოლიდან 10 შესვენების შემდეგ გაიტანეს, ხოლო უკანასკნელი 4 ბურთიდან 3 ბოლო 10 წუთზე მოდის. მიმდინარე გათამაშებაში შვეიცარიელთა მიერ გატანილი ოთხივე გოლი მე-2 ტაიმში გავიდა.
შვეიცარია მატჩს დანაკლისით ხვდება. ევროპელებს ტრავმირებული ფონ ბერგენი არ ეყოლებათ, რომელსაც სენდეროსი შეცვლის. ჰონდურასს კი, დისკვალიფიკაციამოხდილი ვილსონ პალასიოსი უბრუნდება.

00:00, მანაუსი, “ამაზონია”
ჰონდურასი-შვეიცარია
სავარაუდო შემადგენლობები
ჰონდურასი (4-4-2):ვალიადარესი, ბეკელესი, ბერნარდესი, ფიგეროა, ხ. გარსია, ო. გარსია, ვ. პალასიოსი, გარიდო, ესპინოსა, ბენგტსონი, კოსტლი.
შვეიცარია (4-2-3-1):ბენალიო, ლიხტშტაინერი, ჯურუ, სენდეროსი, როდრიგესი, ინლერი, ჯემაილი, მეჰმედი, ჩაკა, შაქირი, დრმიჩი.
მსაჯი:ნესტორ პიტანა (არგენტინა).

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.049617