Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სამარასმა აფრიკელები დაასამარა
2014-06-25 02:52 | ნახვები: 4232
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
წამებიღა რჩებოდა თამაშის დამთავრებამდე, ანგარიში საყაიმო იყო და კოტდივუარელები თითქმის მერვედფინალში იყვნენ, მაგრამ ამ დროს აფრკელთა საჯარიმოში ბერძენთა ლიდერი გიორგიოს სამარასი ჯოვანი სიოს წამოედო და მსაჯმა პენალტი დანიშნა. გაოგნებული კოტდივუარელი ფეხბურთელების სახეები ალბათ კიდევ კარგა ხანს ირტიალებს სხვადსხვა ტელეარხებზე. ამას ჰქვია ნამდვილი დრამა. სამარასმა თავადვე შეასრულა თერთმეტმერიანი და ბერძნებს პლეი ოფის საგზური მოუტანა. ბევრი სპეციალისტის აზრით, შოტლანდიური “სელტიკის” შემტევმა სიტუაცია გააფორმა და პენალტი არ ყოფლა მაგრამ მოსახდენი მოხდა და ამას უკვე აღარაფერი ეშველება.
მართლაც საოცარი გუნდია ეს საბერძნეთის ნაკრები. ბევრს უკვირს, ასეთი მოსაწყენი გუნდი როგორ ხვდება დიდ ტურნირებზე. შეიძლება ისინი არ გიყვარდეს, მაგრამ პატივს რომ არ სცემდე არ შეიძლება. პირველ ტურში კოლუმბიასთან 0:3 წააგეს, მერე იაპონიასთან 0:0 და მაინც გაძვრენენ. ბოლო მატჩშიც პირველივე ტაიმში ორი იძულებითი ცვლილება დასჭირდათ, თანაც ერთი მეკარის. არადა მეტოქე საკმაოდ ძლიერი კოტ’დივუარი გახლდათ, რომელსაც მერვედფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა. ბერძნებმა აფრიკელებს უპირველესად გუნდური თამაშით აჯობეს. ვარსკვლავური კოტ’დივუარი უფრო თავისი მოთამაშეების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობს წარმატების მიღწევას, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში მთავარი გუნდურობაა და ეს ბერძნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. მანამ, სანამ პირველ ტაიმში სამარისი “გასახდელის გოლს” გაიტანდა, ჰოლებასმა ხარიხას მოარტყა ბურთი. მერე აფრიკელები უტევდნენ, ბევრს მოძრაობდნენ და სახიფათოდაც იკბინებოდნენ, მაგრამ ინდივიდუალურ ქმედებებს შედეგი არ მოჰქონდა. მერე მათმა დამრიგებელმა, საბრი ლამუშიმ მინდორზე თავის დროზე ჩვენი ვიტესელების თანაგუნდელი, ვილფროდ ბონი გაიყვანა მაინდორზე და მანაც მალევე საპასუხო შეაგდო, კოტდივუარელებს თავი უკვე მერვედფინალში ეგონათ, მაგრამ……
საბერძნეთი – კოტ’დივუარი 2:1 (1:0)
24 ივნისი. ფორტალეზა. “კასტელანი.” 59 095
საბერძნეთი: კარნეზისი (გლიკოსი 24), ჰოლებასი, ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, მანოლასი, კარაგუნისი (გეკასი 78), ხრისტოდულოპულოსი, კონე (სამარისი 42), მანიატისი, სამარასი, სალპინგიდისი
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
კოტ’დივუარი: ბარი, კოლო ტურე, ბოკა, ბამბა, ორიე, იაია ტურე, ტიოტე (ბონი 61), სერეი დიე, დროგბა (დიომანდე 78), კალუ, ჟერვინიო (სიო 83)
მწვრთნელი: საბრი ლამუში
გოლები: 1:0 სამარისი (42), 1:1 ბონი (74), 2:1 სამარასი (90+3 პენალტით)
გაფრთხილება: დროგბა (37), კალუ (62), სერეი დიე (70)
მსაჯი: კარლოს ვერა (ეკვადორი)
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 2(8)-3(5), ჯარიმა: 9-21, კუთხური: 4-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 8-3

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043563