Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
დეშამი ეკვადორთან მხოლოდ გამარჯვებას გეგმავს
2014-06-25 10:27 | ნახვები: 4776
დეშამს ეკვადორი კარგად ჰყავს შესწავლილი
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამთან ერთად, გუნდის კაპიტან უგო ლიორისის ნაცვლად იოან კაბაიე გამოცხადდა. ფრანგების პრესატაშის განმარტებით ლიორისი ვარჯიშის მერე რიო დე ჟანეიროს საცობებში დაიღალა და ამიტომ არ მოვიდა. სხვათა შორის, კაბაიე დისკვალიფიკაციის გამო ეკვადორთან შეხვედრას გამოტოვებს და მას მორგან შნაიდერლინი შეცვლის.
თავდაპირველად ჟურნალისტების კითხვებს სწორედ კაბაიემ უპასუხა. მან იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე “მარაკანაზე” თამაში მოგვიანებითაც მოუწევს. აღნიშნა, რომ საფრანგეთის ჯგუფიდან გასვლა ახარებს და გუნდი ერთ მუშტად შეკრულია. თავისი შემცვლელის შესახებ საუბრისას, შნაიდერლინზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა. კაბაიეს თქმით, მორგანი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, რომელიც ბურთს კარგად იჭერს და როგორც შეტევაში, ასევე, დაცვაში თამაში შეუძლია. მისი აზრით, შნაიდერლინი სათამაშოდ მზადაა. მოედანზე თავისი ფუნქციის საუბრისას, ფრანგმა აღნიშნა, რომ ნაკრებში კონკრეტული როლი აკისრია და როდესაც ბურთი აქვს, შეტევის დაწყებას ხელი უნდა შეუწყოს.
დეშამის განცხადებით, საფრანგეთი ისე ითამაშებს როგორც საწყის ორ მატჩში. მას ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების გარდა სხვა არაფერი აინტერესებს.
ფრანგების თავკაცმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ნაკრებმა რთული გზა გაიარა, მაგრამ ფეხბურთელები გამოიბრძმედნენ და ეროვნულ გუნდში თამაში ძალიან ეამაყებათ.
მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატზე რიგითი თამაშები არ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ 6 ქულა აქვთ, მაინც გამარჯვებაზე ფიქრობენ. მან განაცხადა, რომ ეკვადორის ნაკრებს პატივს სცემს და კარგად ჰყავს შესწავლილი:
“ეკვადორი 4-4-2 სისტემით თამაშობს. მარჯვნიდან ანტონიო ვალენსიაა, რომელიც ძალიან სწრაფია, ხოლო მარცხნიდან მონტერო, შეტევაში ენერ ვალენსია და კაისედო არიან, მათ მეტოქეებისთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ”.
ფრანგს მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთამერიკული გუნდების წარმატების თაობაზე და ბრაზილიის ნაკრებზეც დაეკითხნენ. დეშამის აზრით, სამხრეთამერიკულ გუნდებს აკლიმატიზაციის პრობლემა არ აქვთ და გულშემატკივრების მხარდაჭერაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბრაზილიის შესახებ საუბრისას, ტურნირის მასპინძელი გუნდი კარგად დაახასიათა და აღნიშნა, რომ საწყის თამაშებში დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა ჰქონდათ, მაგრამ კამერუნის კარში გატანილი 4 გოლი ადასტურებს, რომ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტიაო. იტალიელების ჯგუფში დარჩენის თაობაზე განაცხადა: “პრანდელიმ დიდი სამუშაო გასწია და იტალიელებმა ტურნირი კარგად დაიწყეს, მაგრამ საბოლოოდ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენო”.
ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045594