Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
რეკორდსმენი მონდრაგონი
2014-06-25 10:58 | ნახვები: 2952
ფარიდ მონდრაგონი – მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
კოლუმბიის ნაკრები მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე გუნდია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმუმით დაძლია. შეგახსენებთ, პირველმა ეს ჰოლანდიამ, გუშინწინ შეძლო, კოლუმბიელებმა კი საწადელს წუხელ მიაღწიეს, მას შემდეგ, რაც მესამე ტურში ჯგუფის ერთ-ერთ აუტსაიდერ იაპონიას აჯობეს.
ხოსე პეკერმანის გუნდმა მერვედფინალის საგზური ორ ტურში გაინაღდა და დასკვნითი ტურის წინ მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობა თითქმის მთლიანად დაასვენა. სამხრეთამერიკელების ერთადერთი ამოცანა მერვედფინალში ჯგუფის ლიდერის რანგში გასვლა იყო და თანაჯგუფელებთან უპირატესობიდან გამომდინარე, შეიძლებოდა მიზნისთვის წაგების შემთხვევაშიც კი მიეღწიათ.
იაპონიის ნაკრებს კი აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა და მარტო ესეც არ ჰყოფნიდა, პარალელურად მიმდინარე ჯგუფის მეორე თამაშის შედეგზეც იყო დამოკიდებული. ეს შეხვედრა მართლაც აზიელთათვის სასურველი შედეგით დასრულდა – საბერძნეთმა კოტ-დივუარი დაამარცხა, მაგრამ თავად იაპონიამ წაიფორხილა.
ალბერტო ძაკერონის გაწვრთნილმა გუნდმა თამაშის დასაწყისში ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტის შექმნა ვერაფრით მოახერხა. კოლუმბიელთა პირველივე სწრაფი კონტრშეტევა კი პენალტით და ანგარიშის გახსნით დასრულდა – მე-17 წუთზე აზიელები ხუან კუადრადომ დაამწუხრა. იაპონიამ ხასიათი პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ წამატებულ მეორე წუთზე გამოიკეთა, შინჯი ოკაზაკის გოლით.
შესვენების შემდეგ, ათიოდ წუთში ჯექსონ მარტინესმა ისევ კოლუმბია დააწინაურა და მეტოქე საბოლოოდ გატეხა. იმავე მარტინესმა 82-ე წუთზე დუბლი შეასრულა. შეხვედრის მიწურულს კი წერტილი შეცვლაზე შესულმა ჯეიმს როდრიგესმა დასვა – 4:1 კოლუმბიელთა სასარგებლოდ.
თამაშის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე პეკერმანმა მეკარე დავიდ ოსპინა 43 წლის ფარიდ მონდრაგონით შეცვალა, რითაც ეს უკანასკნელი რეკორდსმენი გახადა – ამიერიდან, სწორედ მონდრაგონია მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი. მან კამერუნელი როჟე მილას რეკორდი დაამხო.
იაპონია - კოლუმბია 1:4 (1:1)
კუიაბა. “პანტანალი”
იაპონია: კავაშიმა, უჩიდა, იოშიდა, კონო, ნაგატომო, აოიამა (იამაგუჩი 62), ჰასებე, ოკაზაკი (კაკიტანი 69), ჰონდა, კაგავა (კიოტაკე 85) , ოკუბო.
მწვრთნელი: ალბერტო ძაკერონი
კოლუმბია: ოსპინა (მონდრაგონი 85), არმერო, ბალანტა, ვალდესი, არიასი, კინტერო (ჯ. როდრიგესი 46), გუარანი, მეხია, კუადრადო (კარბონერო 46), რამოსი, ჯ. მარტინესი.
მწვრთნელი: ხოსე პეკერმანი
მსაჯი: პედრუ გროენსა (პორტუგალია)
გოლები: 0:1 კუადრადო (პენ. 17), 1:1 ოკაზაკი (45+1), 1:2, 1:3 მარტინესი (55, 82), 1:4 როდრიგესი (90).
გაფრთხილება: კონო (16), გუარინი (63).
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 13(10)-9(4), ჯარიმა: 10-19, კუთხური: 9-2, თამაშგარე: 0-2, სეივი: 5-12.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.04797