|
შემტევი განა და პესიმისტი პორტუგალიელები
2014-06-25 11:26 | ნახვები: 2714
1234
განისა და პორტუგალიის სამერვედფინალე შანსი გერმანელთა და ამერიკელთა ხელშია, თუმცა, აფრიკელები წარმატების იმედს არ კარგავენ და როგორც მათი მთავარი მწვრთნელი ჯეიმს კვესი აპია აცხადებს, დასავლეთპირენელებთან “შავი ვარსკვლავები” მოგების მისაღწევად გავლენ მინდორზე.
“მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტამდე ვამბობდი, რომ ჩვენი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. პორტუგალიასთან ურთულესი მატჩი გველის. თუკი კრიშტიანუ რონალდუს განეიტრალება მოვახერხეთ და საკუთარი თამაში ვაჩვენეთ მაყურებელს, მოგების რეალური შანსი გვექნება. დაცვის საუკეთესო ფორმა შეტევაა, ამიტომაც თამაშს შეტევაზე ავაგებთ”, - აცხადებს განელთა თავკაცი. პორტუგალიელთა ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მისი გუნდის პლეი ოფში გასვლას თითქმის გამორიცხავს: “მომდევნო ეტაპზე გაღწევის მიზერული შანსი გვაქვს, თუმცაღა ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ბოლო ტურში მოგებას შევეცდებით. შამწუხაროდ, მიმდინარე ტურნირზე ბევრი ნაკრები გვჯობია და ისინი გაცილებით მეტად იმსახურებენ საჩემპიონო ტიტულს”, - ამბობს “რეალის” ვარსკვლავი. ასევე პესიმისტურადაა განწყობილი პორტუგალიელთა მთავარი მწვრთნელი პაულუ ბენტუ. იგი ამბობს, საკუთარი შანსი საწყის 2 მატჩში გავუშვით, კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავვარდით, თუმცა, აფრიკელებთან მაინც მოგებისთვის ვიბრძოლებთო. 26 ივნისი. 20.00. ბრაზილია. “ესტადიო ნასიონალი”. პორტუგალია-განა სავარაუდო შემადგენლობა პორტუგალია (4-3-3): ბეტუ, პერეირა, ალვეში, კოშტა, ალმეიდა, მოუტინიუ, კარვალიუ, მეირელეში, ნანი, რონალდო, ვარელა. განა (4-2-3-1): დაუდა, ასამოა, ბოიე, მენსა, აფული, ბადუ, რაბიუ, ანდრე აიუ, ჯორდან აიუ ატსუ, გიანი. მსაჯი: ნავაფ შუკრალია (ბოსნია) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია