Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ნიგერია VS არგენტინა – ბრძოლა პირველი ადგილისთვის
2014-06-25 14:37 | ნახვები: 2022
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
არგენტინის ნაკრებმა პლეი ოფის საგზური უკვე მოიპოვა, მაგრამ პირველი ადგილის დაკარგვას არ აპირებს და ნიგერიასთან გამარჯვებისთვის იბრძოლებს. თავის მხრივ, აფრიკის ჩემპიონს მერვედფინალში გასასვლელად ფრეც ყოფნის და ეს შედეგი სამხრეთ ამერიკელებსაც აწყობთ.
1994 წლიდან მოყოლებული, ეს გუნდები უკვე მეოთხედ ხვდებიან ერთმანეთს. ნიგერიელები ყველა წინა ჯერზე დამარცხდნენ, მაგრამ ახლა მათთვის თუნდაც ქულის აღებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა პარალელური მატჩის შედეგზე არ იყვნენ დამოკიდებული. მარცხი ირანისთვის შანსის მიცემის ტოლფასი იქნება და ეს “არწივების” გეგმებში არ უნდა შედიოდეს.
პირველ ორ თამაშში ნიგერიამ განსხვავებული შემადგენლობით ითამაშა და თუკი კეში მაგალითს აქედან აიღებს, მაშინ არჩევანი მეორე შეხვედრიდან უნდა აიღოს, როდესაც მისმა შეგირდებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა დაამარცხეს. ოდემვინგემ და ბაბატუნდემ აშკარად გააძლიერეს შეტევის ხაზის თამაში. თუკი ისინი ფორმაში არიან, ახლაც სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან და ეს უწინარესად ბაბატუნდეს ეხება, რომელიც განვლილ მატჩში ტრავმის გამო შეცვალეს. თრავმა მოიშუშა და სავარაუდოდ მოედანს დაუბრუნდება პირველ ტურში დაშავებული ცენტრალური მცველი ობოაბონა, რადგან ის “სუპერარწივების” წამყვან მოთამაშედ ითვლება. სავარაუდოა, რომ ნიგერიელები ცენტრალურ ნახევარმცველსაც დაიმატებენ, რადგან არგენტინასთან კეშის გუნდს მეტი სიფთხილე მართებს.
ალეხანდრო საბელიას გუნდმა მერვედფინალის საგზური უკვე მოიპოვა, მაგრამ მაღალი დონის თამაში ჯერ არ უჩვენებია. არგენტინამ ორივე გამარჯვება მძიმე ბრძოლაში მოიპოვა, ირანს კი, გადამწყვეტი გოლი მესიმ სულაც დამატებულ წუთებზე გაუტანა. აქედან გამდინარე, სახრეთამერიკელთა მწვრთნელმა ამჯერადაც საუკეთესო შემადგენლობა უნდა დააყენოს და შესაძლოა, დასვენების საშუალება დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ მყოფ ფეხბურთელებს და შედარებით გადაღლილ მოთამაშეებს მისცეს. გარდა ამისა, არგენტინის შემტევი ოთხეულიდან ხარისხიანი ფეხბურთი მხოლოდ მესიმ აჩვენა და დანარჩენი სამეულიდან ერთ-ერთს (დი მარია, აგუერო, იგუაინი), შესაძლოა, სკამზე მოუწიოს დარჩენა.
სტივენ კეში (ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მოთამაშეებმა დაადასტურეს, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებენ, მაგრამ ახლა ისეთი თამაში გველის, სადაც ყველა საუკეთესო თვისება უნდა წარმოაჩინონ. შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება და სხვაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული”.
ალეხანდრო საბელია (არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მნიშვნელოვანია, რომ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. მობილურობა გვმართებს, რათა მეტოქის დაცვის ხაზში სისუსტეები ვიპოვოთ. მეტოქედ გვყვას გუნდი, რომელიც სხვადასხვა სიჩქარეებზე ძალიან კარგად თამაშობს და სწრაფად გადადის შეტევაში”.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ნიგერიის ნაკრები ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია. ჯამში მას მუნდიალზე 221 წუთია გოლი არ მიუღია. არგენტინამ მსოფლიოს ჩემპიონატების ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული 14 მატჩიდან 11 მოიგო და ბურთის სხვაობა 27:5-ზეა. ამასთან, მათ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ (დამარცხდა კამერუნთან), აფრიკული გუნდისგან მარცხი არ უწვნევია.
პორტ-ალეგრი. “ბეირა რიო”. 20:00 საათი
ნიგერია - არგენტინა
სავარაუდო შემადგენლობები:
ნიგერია: ენიამა, ემბროუზი, იობო, ობოაბონა, ოშანივა, მიკელი, ონაზი, მუსა, ოდემვინგი, ბაბატუნდე, ემენიკე.
არგენტინა: რომერო, საბალეტა, ფ. ფერნანდესი, გატაი, ბასანტა, მასკერანო, გაგო, დი მარია, მესი, ლავესი, აგუერო.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043224