Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ირანის შანსი
2014-06-25 15:31 | ნახვები: 2017
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ბოსნიის ნაკრებმა პირველ ორ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა და ახლა დებიუტანტები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ქულების აღებას ეცდებიან, ირანს კი, პარალელურ მატჩში სასურველი შედეგის დაფიქსირების და გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალში პირველად გასვლის შანსი რჩება.
ხუთ ამხანაგურ ურთიერთშეხვედრაში ამ გუნდებმა 23 გოლი გაიტანეს და ირანს თითოეულ მათგანში ორ გოლზე ნაკლები არასდროს გაუტანია. თუმცა, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე გუნდმა ერთად მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ისეთი შთაბეჭდილებაც დარჩა, რომ ირანელებს გოლის გატანა უბრალოდ არ შეუძლიათ.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ბოსნიის ნაკრებისთვის უკვე დიდი მიღწევაა. მერე რა რომ გუნდმა იქ ორი თამაში წააგო. ახლა საფეტ სუშიჩის გუნდს “მუნდიალზე” პირველი დადებითი შედეგის მიღწევა უნდა და ამის პოტენციალიც გააჩნია. მაგრამ მაღალია ირანელთა მოტივაციაც. საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნიელები რომბისებური 4-4-2 სისტემით თამაშობდნენ, თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატზე სუშიჩმა ტაქტიკა შეცვალა და ჯეკოს მთავარი პარტნიორი შეტევის ხაზში იბიშევიჩი სულაც სათადარიგოთა სკამზე დასვა. ახლა, როდესაც თამაშის შედეგი ბოსნიელებისთვის აღარაფერს წყვეტს, მწვრთნელმა შესაძლოა გარისკოს და მოედანზე ერთდროულად ვიხილოთ ჯეკოც, იბიშევიჩიც, მისიმოვიჩიც და პიანიჩიც.
კარლუშ კეირუშს სტილი საერთოდ არ შეუცვლია. ირანელები შესარჩევ ეტაპზეც დაცვით ფეხბურთს აბიჭებდნენ უპირატესობას, ბრაზილიაშიც ასევე აგრძელებენ და ნიგერიასთან ქულის მოპოვების შემდეგ, არგენტინასთანაც სულ ცოტა დააკლდათ. ახლა მათ პლეი ოფში გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება ჭირდებათ და ეს აზიელებს შემტევი ფეხბურთის ჩვენებას აიძულებს. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, კეირუში ამჯერადაც დაცვიდან ათამაშებს გუნდს და საკუთარ შანსს დაელოდება. განვლილ თამაშებში მათ მომენტები შექმნეს, მაგრამ რეალიზება ვერ მოახერხეს და ამის გაკეთებას ახლა ეცდებიან. შესაძლოა, კეირუშმა მოედანზე ერთბაშად ორი თავდამსხმელიც გაიყვანოს, მაგრამ უფრო მოსალოდნელია, რომ ის შემადგენლობას არ შეცვლის.
საფეტ სუშიჩი (ბოსნიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვიმედოვნებდით, რომ ირანთან პლეი ოფში გასასვლელი თამაში გვექნებოდა, მაგრამ, სამწუხუროდ, ასე არ მოხდა. ახლა უბრალოდ მსოფლიო ჩემპიონატს უნდა დავემშვიდობოთ და მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვებით მოვახერხოთ”.
კარლუშ კეირუში (ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ფაქტობრივად, ფინალს ვთამაშობთ. ჩვენი ამოცანაა, რომ საკუთარი თამაში ვაჩვენოთ და გავიმარჯვოთ, დანარჩენი კი, ღმერთის ხელშია”.
სალვადორი. “ფორტე ნოვა”. 20:00 საათი
ბოსნია - ირანი
სავარაუდო შემადგენლობები:
ბოსნია: ბეგოვიჩი, მუიჯა, შუნიჩი, სპახიჩი, ლულიჩი, ბეშიჩი, მედუნიანინი, პიანიჩი, მისიმოვიჩი, იბიშევიჩი, ჯეკო.
ირანი: ა. ჰაგიგი, მონტაზერი, სადეგი, ჰოსეინი, პოოლადი, ტეიმურიანი, ნეკუნამი, ჰეილარი, ჰაისაფი, დეჟაგა, გუჩანეჯადი.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.042672