Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მარტინესი: “სუარესს დახმარება ჭირდება”
2014-06-25 20:05 | ნახვები: 3299
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
“ევერტონის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი ლუის სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარ ინციდენტეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი დახმარებას საჭიროებს.
“ეჭვგარეშეა, რომ ლუის სუარესი დიდი ფეხბურთელია. მას თამაშის ბედის დამოუკიდებლად გადაწყვეტა შეუძლია. სუარესს ყველა თვისება აქვს იმისათვის, რომ გუნდი ყველაზე უიმედო მდგომარეობიდან გამოიყვანოს. თუმცა, მისი საქციელი...
სერიოზულად ვფიქრობ, რომ სუარესს დახმარება ჭირდება. თუ ფეხბურთელს მსგავს სიტუაციაში საკუთარი ქმედების კონტროლი არ შეუძლია, მას დახმარება ჭირდება. მოედანზე ასეთი რამ მიუღებელია.
მსგავსი რამ აქამდე 2-ჯერ მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ სუარესი ბრწყინვალე ფეხბურთელია, ის მკაცრად დაისაჯა. ყოველთვის, როდესაც მოედანზე მსგავს რამეს ვხედავთ, არ შეგვიძლია არ გავბრაზდეთ. ამ ეპიზოდის შემდეგ, სიხარულის მიზეზი არ გვაქვს. არ შეგვიძლია ვისაუბროთ ურუგვაის შემდეგ ეტაპზე გასვლაზე, ან რატომ არ გამოვიდა ბალოტელი მოედანზე მე-2 ტაიმში. არადა, სასაუბროდ შესანიშნავი თემებია. საუბარი მხოლოდ იმაზე გვიწევს, თუ როგორ უპასუსხისმგებლოდ თამაშობს და მოქმედებს სუარესი. ასეთი ფეხბურთელი ახალგაზრდა თაობისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. ამ საქციელის გამართლება შეუძლებელია.” – აცხადებს რობერტო მარტინესი.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.039931