|
განა პრემიას მიიღებს
2014-06-25 21:10 | ნახვები: 2300
1
განის სპორტის მინისტრი ხოსეპ იამინე უკვე ბრაზილიაში იმყოფება და ადასტურებს, რომ ეროვნული ნაკრები პრემიალურ თანხას, სამი მილიონი დოლარის ოდენობით, აუცილებლად მიიღებს.
როგორც მოგეხსენებათ, განელებმა კამერუნელების წინასამუნდიალე პროტესტის მაგალითს მიბაძეს და პორტუგალიასთან მატჩამდე პრემიალური თანხა, სამი მილიონი დოლარი მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განელი ფეხბურთელები ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მოედანზე გასვლას არ აპირებდნენ. აფრიკელთა სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ გუნდს პრემია სურდა, განის მთავრობამ კი მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ჯეიმს კვესი აპიას შეგირდების მოთხოვნა რამდენად სამართლიანია, ეს სხვა თემაა. განა ჯგუფის პირველ მატჩში აშშ-სთან 1:2 დამარცხდა, ხოლო გერმანელებთან ფრედ დაასრულა შეხვედრა - 2:2. აფრიკის წარმომადგენლის სამერვედფინალე შანსი გერმანელთა და ამერიკელთა ხელშია, თუმცა განამ თავის მხრივ, პორტუგალიასთან შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს. ტეგები:
განის ეროვნული ნაკრები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია