Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ირანმა 1/8-ფინალისთვის ვერ იბრძოლა
2014-06-25 22:19 | ნახვები: 1943
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ, ირანის ნაკრებს 1/8-ფინალში ისტორიაში პირველად გასვლის შანსი ჰქონდა. ამისთვის საჭირო იყო, რომ კეირუშის გუნდს ბოსნიასთან მოეგო, ხოლო ნიგერია არგენტინასთან უქულოდ დარჩენილიყო. ნიგერიელებმა კი წააგეს, მაგრამ ირანი უმოტივაციო ბოსნიაზე სუსტი გამოდგა და შედეგად, აზიელები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ.
მატჩის პირველ წუთებშივე ცხადი გახდა, რომ უმოტივაციო ბოსნია არაფრის დათმობას არ აპირებდა და ირანს 1/8-ფინალისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდებოდა.
ბოსნიელთა აქტიურობამ შედეგი 23-ე წუთზე მოიტანა, როდესაც ედინ ჯეკომ, საჯარიმოს გარედან, ძალიან ზუსტად დაარტყა და მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა. ირანის მიერ მუნდიალზე გაშვებული ბოლო 5 გოლიდან ეს იყო მე-3, რომელიც საჯარიმოს გარედან დარტყმის შემდეგ გავიდა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანის კარში გატანილი ბოლო 12 გოლიდან 11 შესვენების შემდეგ იყო გასული და ეს ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. 59-ე წუთზე, პიანიჩმა სუშიჩის კარგ თამაშს ზუსტი დარტყმა მოაყოლა, ხოლო 83-ე წუთზე, ვრშაევიჩმა გოლად შეცვლაზე შესული სალიჰოვიჩის გადაცემა აქცია.
ვრშაევიჩის გოლამდე ერთი წუთით ადრე მოხდა ის, რაც მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შემდეგ არ მომხდარა. ირანი ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში გოლი არ ჰქონდა გატანილი, მაგრამ ნეკუნამის გადაცემისა და გუჩანეჯადის მიერ ცარიელ კარში ზუსტად დარტყმის შემდეგ, გატანა კეირუშის შეგირდებმაც მოახერხეს. 1998 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი ყველა გუნდმა გაიტანა.
ამრიგად, F ჯგუფიდან 1/8-ფინალში არგენტინა და ნიგერია გავიდნენ, რომელთა მეტოქეებიც დღეს, E ჯგუფის მატჩების შემდეგ გამოვლინდება.

ბოსნია-ირანი 3:1 (1:0)
სალვადორი, “ფონტე ნოვა”
ბოსნია (4-4-2):ბეგოვიჩი, ვრშაევიჩი, სუნიიჩი, სპაჰიჩი, კოლასინაცი, ჰაჯიჩი (ვრანიეში 61), პიანიჩი, ბეშიჩი, სუშიჩი (სალიჰოვიჩი 79), ჯეკო (ვისკა 85), იბისევიჩი.
მწვრთნელი:საფეტ სუშიჩი.
ირანი (4-2-3-1):ჰაგიგი, ჰოსეინი, სადეგი, მონტაზერი, პულადი, ტეიმურიანი, ნეკუნამი, დეჟაგა (ანსარიფარდი 68), შოჯაი (ჰეიდარი 46), ჰაჯსაფი (ჯაჰანბახში 63), გუჩანეჯადი.
მწვრთნელი:კარლოს კეირუში.
გოლები:1:0 ჯეკო (23), 2:0 პიანიჩი (59), 2:1 გუჩანეჯადი (82), 3:1 ვრშაევიჩი (83).
გაფრთხილებები:ბეშიჩი 78 – ანსარიფარდი 88.
მსაჯი:კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).
ბურთის ფლობა:62%-38%, დარტყმა:13 (8)-7 (5), კუთხური:6-5, თამაშგარე:1-8, სეივი:4-5, ჯარიმა:20-17.
ტეგები:
ირანი ბოსნია

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043966