Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
არგენტინის სამიდან სამი და მესის მორიგი გაბრწყინება
2014-06-25 23:00 | ნახვები: 3995
ლიონელ მესის შედეგიანი საჯარიმო
ძველი ნაცნობები - მესი და ენიამა
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
პორტუ ალეგრიში, სანახაობრივი, უხვგოლიანი და საინტერესო დაპირისპირება შედგა, რომელმაც F ჯგუფიდან პლეი ოფში გამსვლელი ნაკრებების ვინაობა გამოარკვია. მართალია, არგენტინელებმა ნიგერიელები დაამარცხეს, მაგრამ მომდევნო ეტაპზე სწორედ ეს ორი ნაკრები გავიდა.
გახსოვთ ნიგერიის ნაკრების კარის დარაჯი ვენსან ენიამა? ეს ის მეკარეა, რომელმაც 2010 წელს არგენტინელთა მთავარი იმედ ლიონელ მესის რამდენიმე ბრწყინვალე დარტყმა აუღო და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა. დღევანდელ შეხვედრაში, „ალბისელესტეს“ „ათიანს“ გოლის გასატანად სულ რაღაც 3 წუთი დასჭირდა - ანხელ დი მარიას დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა, დამატებაზე კი, მესიმ ივარგა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
სამხრეთამერიკელთა სიხარულმა დიდ ხანს ვერ გასტანა - ნიგერიის ნაკრების ფორვარდმა აჰმედ მუსამ მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიწია და წონასწორობა სულ რაღაც რამდენიმე წამში აღადგინა.
ამის შემდეგ, თამაშის ტემპი ოდნავ დაეცა. ძალზე აქტიური იყო ალეხანდრო საბელიას გუნდის ნახევარმცველი ანხელ დი მარია, რომელმაც შორი დისტანციიდან რამდენჯერმე გაისროლა, მაგრამ ენიამამ თავისი გუნდი იხსნა.მიუხედავად ნიგერიელი მ ეკარის სეივებისა, არგენტინელებმა ტაიმი მაინც მოიგეს - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მესიმ საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა და ენიამა უშანსოდ დატოვა.
პირველი ნახევრის მსგავსად, მეორე ტაიმის დებიუტიც სანახაობრივი გამოდგა. ნიგერიელთა შემტევი მუსა მეკარესთან ახლოს აღმოჩნდა და დუბლი შეასრულა, რითაც არგენტინელთა ქომაგები აანერვიულა. 50-ე წუთზე, შეტევაში ჩართულმა არგენტინელმა მცველმა მარკოს როხომ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება მუხლით შეუცვალა და ტაბლოზე 2:3 დააფიქსირა.
პარალელურად მიმდინარე მატჩში, ბოსნია ირანს უგებდა, რაც ნიგერიის წისქვილზე ასხამდა წყალს. ამ შემთხვევაში, აფრიკელები მარცხის შემთხვევაშიც გადიოდნენ მომდევნო ეტაპზე და საბოლოოდ, ასეც მოხდა.
გოლების სერია როხომ შეწყვიტა. მატჩის დასკვნითმა ნაწილმა განსაკუთრებული ეპიზოდების გარეშე ჩაიარა. საბელიამ თამაშიდან მესი მოხსნა და კაპიტანს დასვენების საშუალება მისცა. ცხადი იყო, რომ არგენტინელებს შედეგი სრულად აკმაყოფილებდათ და განსაკუთრებით აღარც აქტიურობდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი „ალბისელესტესთვის“ სასარგებლოდ დასრულდა. საბელიას გუნდმა ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმალური რაოდენობით დაასრულა.

25 ივნისი. პორტუ ალეგრი. „ბეირა რიო“.
ნიგერია - არგენტინა 2:3 (1:2)
ნიგერია: ენიამა, იობო, ამბროუსი, ოშანივა, ომერუო, ობი მიკელი, ონაზი, ბაბატუნდე (უჩებო 66), მუსა, ოდემვინგე (ნვოფორი 80), ემენიკე.
მწვრთნელი: სტივენ კეში
არგენტინა: რომერო, გარაი, საბალეტა, როხო, ფერნანდესი, გაგო, დი მარია, მასკერანო, იგუაინი (ბილია 90), მესი (რიკი ალვარესი 63), აგუერო (ლავესი 38).
მწვრთნელი: ალეხანდრო საბელია
გოლი: 0:1 მესი (3), 1:1 მუსა (4), 1:2 მესი (45), 2:2 მუსა (47), 2:3 როხო (50)
გაფრთხილება: ომერუო (49), ოშანივა (51)
ბურთის ფლობა: 43% - 57% დარტყმა: 19 (7) – 18 (13) ჯარიმა: 17 - 6 კუთხური: 4 - 12 თამაშგარე: 1 – 1 სეივი: 10 - 5
მთავარი არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.050722