Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ნულოვანმა ფრემ ეკვადორი ჯგუფში ჩატოვა
2014-06-26 02:23 | ნახვები: 2168
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
როგორც მოსალოდნელი იყო, ეკვადორმა, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, შვეიცარიაზე უკეთესი შედეგის დაფიქსირება ვერ მოახერხა და რეინალდო რუედას გუნდი ტურნირს გამოეთიშა. არადა, ეკვადორელები რომ ჯგუფიდან გასულიყვნენ, პირველად დაფიქსირდებოდა შემთხვევა, როცა 1/8-ფინალში 6 სამხრეთ ამერიკული გუნდი ითამაშებდა.
ეკვადორი საფრანგეთს ხვდებოდა, რომელსაც 3 ბურთით წაგებაც კი, დიდი ალბათობით, პირველ ადგილს ვერ დააკარგვინებდა. რუედას შეგირდები კი მე-2 პოზიციის შენარჩუნებას აპირებდნენ და ამისთვის საჭირო იყო, რომ მათ შვეიცარიაზე ცუდი შედეგი არ ეჩვენებინათ.
მატჩი გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე საფრანგეთის უპირატესობით დაიწყო და ასევე წარიმართა. მე-2 ტაიმის დასაწყისში უკვე ნათელი იყო, რომ ეკვადორი ჯგუფში ჩარჩენასთან ძალიან ახლოს იყო. პარალელურ მატჩში შვეიცარია ჰონდურასს 2:0 უგებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამხრეთ ამერიკელებს ფრანგები უნდა დაემარცხებინათ. თუმცა საქმე იმან გაართულა, რომ მე-2 ნახევრის დაწყებიდან 5 წუთში გუნდი კაპიტანმა, ანტონიო ვალენსიამ დააღალატა, რომელმაც დინესთან უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო.
ვალენსიას გაძევების შემდეგ თამაში უფრო გამოცოცხლდა. ბუნებრივია, უფრო ხშირად ფრანგები უტევდნენ, მაგრამ მეტოქის კართან ხიფათს, პერიოდულად, ეკვადორელებიც ქმნიდნენ.
71-ე წუთზე, შვეიცარიამ ჰონდურასს მე-3 გოლიც გაუტანა და ეკვადორს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად უკვე 2 ბურთით მოგება ჭირდებოდა. სამხრეთ ამერიკელები ძალიან რთული ამოცანის მიუხედავად არ დანებდნენ და მათ რამდენიმე სახიფათო მომენტი ამის შემდეგაც შექმნეს, მაგრამ ჯგუფიდან გასასვლელად ეს საკმარისი არ იყო.
საფრანგეთმა მე-3 თამაშის მოგება ვერ მოახერხა, მაგრამ 1998 წლის შემდეგ, “სამფეროვნებმა” ჯგუფი პირველად მოიგეს. პირველ ადგილზე გასვლის წყალობით, ფრანგები არგენტინას აცდნენ და 1/8-ფინალში ისინი ნიგერიას დაუპირისპირდებიან. თამაში 30 ივნისს, თბილისის დროით 20 საათზე, ქალაქ ბრაზილიაში გაიმართება.

ეკვადორი-საფრანგეთი 0:0
რიო დე ჟანეირო, “მარაკანა”
ეკვადორი (4-4-2):დომინგესი, პარედესი, გუაგუა, ერასო, ვ. აიოვი, ა. ვალენსია, მინდა, ნობოა (კაისედო 89), მონტერო (იბარა 63), აროიო (აჩილიერი 82), ე. ვალენსია.
მწვრთნელი:რეინალდო რუედა.
საფრანგეთი (4-3-3):ლორისი, სანია, კოსელნი, საკო (ვარანი 61), დინე, პოგბა, შნეიდერლინი, მატუიდი (ჟირუ 67), სისოკო, ბენზემა, გრიზმანი (რემი 79).
მწვრთნელი:დიდიე დეშამი.
გაფრთხილება:ერასო 83.
გაძევება:ა. ვალენსია 50.
მსაჯი:ნორმანდიე დუე (კოტ დ’ივუარი).
ბურთის ფლობა:40%-60%, დარტყმა:11 (7)-20 (13), კუთხური:1-7, თამაშგარე:1-1, სეივი:13-7, ჯარიმა:17-6.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.049887