![]() |
|
შაქირი შვეიცარიას პლეი ოფში გაუძღვა
2014-06-26 03:43 | ნახვები: 2959
![]() ![]() ![]()
123
შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და ჰონდურასის ძლევით, პლეი ოფში გავიდა. მოედანზე საუკეთესო შვეიცარიელთა ნახევარმცველი შერდან შაქირი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ოტმაც ჰიტსცფელდის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
შვეიცარიელებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნეს. ეს ეპიზოდი შეხვედრის მშვენება იყო - შაქირიმ მარჯვენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიწია და უძლიერესი დარტყმით აიღო ჰონდურასის კარი. მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველს დუბლის შესასრულებლად 15 წუთი დასჭირდა - 21-ე წუთზე, სწრაფი კონტრშეტევის შედეგად, შაქირი მეკარესთან პირისპირ დარჩა და შვეიცარიის ნაკრებს სოლიდური უპირატესობა მოუტანა. ჰიტცფელდის გუნდი თამაშის მიმდინარეობას აკონტროლებდა და როგორც მოსალოდნელი იყო, იმარჯვა კიდეც. მატჩში წერტილი 71-ე წუთზე დაისვა - იოსიპ დრმიჩმა ჰონდურასელი მცველი ჩამოიშორა და შაქირის უპასა, „ბაიერნის“ გარემარბს კი, ჰეთ-თრიქის შესრულება არ გასჭირვებია - 0:3. ამგვარად, შვეიცარიელებმა ჯფუფში 6 ქულა დააგროვეს და პლეი ოფში მეორე ადგილით გავიდნენ. მანაუსი. „ამაზონია“. 40322 ჰონდურასი - შვეიცარია 0:3 (0:2) ჰონდურასი: ვალიადარესი, ფიგეროა, ბერნანდესი, გარსია, ბეკელესი, პალასიოსი, გარსია (ნაჰარი 77), ესპინოსა (ჩავესი 46), კლაროსი, ბენგტსონი, კოსტლი (პალასიოსი 40). მწვრთნელი:ლუის ფერნანდო სუარესი შვეიცარია:ბენალიო, ლიხშტაინერი, როდრიგესი, ჯურუ, შერი, ინლერი, ჯაკა (ლანგი 77), ბეჰრამი, შაქირი (ჯემაილი 87), მეჰმედი, დრმიჩი (სეფეროვიჩი 73). მწვრთნელი:ოტმარ ჰიტცფელდი გოლი:0:1 შაქირი (6), 0:2 შაქირი (31), 0:3 შაქირი (71) გაფრთხილება:პალასიოსი (66) კარში დარტყმა:13 (6) – 16 (13)ჯარიმა:17 - 18კუთხური:8 - 1თამაშგარე:0 - 2ბურთის ფლობა:61% - 39%სეივი:10 – 6 მთავარი არბიტრი:ნესტორ პიტანა (არგენტინა) |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია