Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ან გამარჯვება... ან მარცხი
2014-06-26 14:37 | ნახვები: 2626
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მიუხედავად იმისა, რომ ალჟირის ნაკრებს თეორიულად H ჯგუფში პირველი პოზიციის დაკავებაც შეუძლია, ყველა თანხმდება, რომ კურიტიბას “არენა ბაიშადაზე” დაგეგმილ ალჟირის და რუსეთის ეროვნულ გუნდთა დაპირისპირებაში, მეორეადგილოსნის ვინაობა გაირკვევა, ლიდერის პოზიცია კი ბელგიას შერჩება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ, აფრიკულ ნაკრებს 3 ქულა გააჩნია, ევროპელთა აქტივში ერთადერთი ქულაა. შესაბამისად, ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის შეგირდებს, დიდი ალბათობით, ყაიმიც დააკმაყოფილებთ, თუკი, რასაკვირველია, მე-2 შეხვედრაში სამხრეთკორეელები ბელგიელებს დიდი ანგარიშით არ დაამარცხებენ, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.
როგორც აღვნიშნეთ, მომავალი შერკინება “არენა ბაიშადზე” შედგება, რომლის მინდვრის საფარიც სავალალო მდგომარეობაშია. აღნიშნულის გამო, გუნდებმა ამ სარბიელზე წინასამატჩო ვარჯიშიც კი ვერ ჩაატარეს. ალჟირელთა თავკაცმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვარჯიშის ჩაშლის მიზეზი სწორედ უხარისხო მინდორი გახდა. უშუალოდ თამაშზე კი ჰალილჰოჯიჩმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ჩვენ 0:0-ზე არასოდეს ვთამაშობთ. რასაკვირველია, თუკი მატჩი ასე დასრულდა და ჯგუფიდან გავედით, უკმაყოფილების საბაბი არ მექნება, თუმცა, მატჩზე აღნიშნული განწყობით ნამდვილად არ გავალთ. სრული კონცენტრაციით თამაშია საჭირო, რადგანაც რუსებს სწრაფი იერიშების განხორციელება ეხერხებათ, რომლებშიც ხუთი, ექვსი, შვიდი ფეხბურთელი მონაწილეობს.
ეს კარგად ვიცით და კაპელოს ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ. ვეცდებით, ყოველი შეტევა კარში დარტყმით დავასრულოთ. ჩემი გუნდი ან იგებს, ან აგებს – ფრეზე თამაშისთვის მზად არ ვართ. რუსეთს ჩვენზე მეტი გამოცდილება გააჩნია და ეს, მნიშვნელოვანი ფაქტორია”.
აღსანიშნავია, რომ ალჟირელთა დამრიგებელმა ცალკე დითირამბები უძღვნა მეტოქე ნაკრების თავკაც ფაბიო კაპელოს. თავის მხრივ, იტალიელმა სპეციალისტმა აფრიკელთა შესახებ ასევე აღმატებით ხარისხში ისაუბრა:
“ალჟირის ეს ნაკრები იმაზე უკეთესია, რომელსაც წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისთან ერთად დავუპირისპირდი. გუნდი ბევრს მუშაობს და ორგანიზებულობის და სისწრაფის მხრივაც მომატებული აქვს. თუმცა, ალჟირს სუსტი მხარეებიც გააჩნია და თუ მათ გამოვიყენებთ, შედეგი ჩვენთვის სასიკეთო იქნება.
ჩვენ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ. ასე იყო სამხრეთ კორეასთან და ბელგიასთან მატჩებშიც. სამწუხაროა, რომ ბელგიელებმა ბოლო წუთებზე გაგვიტანეს. კარგად გვესმის, რომ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. იმედია, მსაჯობაც სამართლიანი იქნება”.
შემადგენლობის მხრივ, ალჟირელებს პრობლემები არ გააჩნიათ, რუსებს კი, შესაძლოა, უკანახაზელი ალექსანდრ კოზლოვი დააკლდეთ. ეს უკნასკნელი ბელგიელებთან მატჩში დაშავდა და სათამაშოდ მზად იქნება თუ არა, უშუალოდ, მომავალი შეხვედრის წინ გაირკვევა.

კურიტიბა. “არენა ბაიშადა”. 24:00
ალჟირი – რუსეთი
სავარაუდო შემადგენლობები
ალჟირი (5-3-2): მბოლი, ბუგერა, მესბა, ჰალიჩე, მანდი, ბენტალები, ფეგული, მედჯანი, ბრაჰიმი, სლიმანი, ჯაბუ.
მწვრთნელი: ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა).
რუსეთი (3-5-2): აკინფეევი, კომბაროვი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, გლუშაკოვი, კოკორინი, შატოვი, სამედოვი, ფაიზულინი, კოზლოვი, კანუნიკოვი.
მწვრთნელი: ფაბიო კაპელო (იტალია).
მსაჯი: ჯუნეიტ ჩაკირი (თურქეთი).

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044588